x
image
worldsport.ge
ლამპარდი: "ვნახოთ დავრჩები თუ არა "სიტიში" იანვრის შემდეგ"

image"ნიუ იორკ სიტიდან" "მანჩესტერ სიტიში" ნახევარი სეზონით განათხოვრებულმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ "ქალაქელების" რიგებში დარჩენა მასზე არაა დამოკიდებული.
"ყველაფერი კლუბმა უნდა გადაწყვიტოს და ვნახოთ დავრჩები თუ არა ინგლისში. ვივარჯიშებ და ვითამაშებ კარგად და ვნახოთ რა მოხდება. კონტრაქტი "სიტისთან" იანვრამდე მაქვს, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, " - განაცხადა ლამპარდმა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამერიკული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კრეისმა ნახევარმცველის "სიტიში" დარჩენას ჭორი უწოდა. ხოლო ინგლისური გრანდის თავკაცი მანუელ პელეგრინი აღნიშნავს, რომ კლუბს ლამპარდის შენარჩუნება იანვრის შემდეგაც შეუძლია.


გიორგი ბალახაძე
www.worldsport.ge

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0