x
image
worldsport.ge
“როსიისკაია გაზეტა”: “ჯანომ ტრავმის გამო არ ითამაშა”

imageმოსკოვის “სპარტაკის” შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის თასის 1/16-ფინალში “სმენასთან” სტუმრად მოგებულ მატჩში (1:0) ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
“როსიისკაია გაზეტას” ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი კომსომოლსკ-ნა-ამურეში ამის გამო არ გაფრინდა. არადა, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ ანანიძემ თავად თქვა “სმენასთან” თამაშზე უარი, რადგან სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა და ამიტომ, დუბლებში გადაიყვანეს.
ანანიძის თანაგუნდელმა და მეგობარმა არტიომ ძიუბამ ქართველის დუბლებში გადაყვანის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
“ჯანოს თაობაზე ყველაფერი ჯერჯერობით ეჭვის დონეზეა. ნებისმიერ შემთხვევაში საქმე ისე არაა, როგორც პრესაში იუწყებიან” – თქვა ძიუბამ ინტერნეტპორტალ Sportbox.ru-სთან საუბარში.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0