თოთოეულ თქვენთაგანს გაუგია წამალი „ასპირინი“, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტაა ასეთი ცნობილი პრეპარატი. მაგრამ,
ბევრმა არ იცის, რომ ის პირველად ჰიპოკრატემ აღმოაჩინა, როდესაც აღნიშნა, რომ ტირიფის ქერქი საუკეთესო სიცხის დამწევი საშუალება იყო. ალბათ დაგაინტერესებთ, რა კავშირი აქვს ტირიფის ქერქს, ყველასათვის ცნობილ თეთრ, შუშხუნა ტაბლეტთან. ყველაფერი ძალიან მარტივად მოხდა: 1828 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორმა იოჰან ბიუხნერმა ტირიფის ქერქისგან გამოაცალკევა აქტიური მწარე გემოს მქონე ნივთიერება და მას სალიცინი უწოდა. 1897 წელს კი, ასევე გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა, რომელიც ფირმა ბაიერის ლაბორატორიაში მუშაობდა, გააგრძელა თავის წინამორბედის საქმიანობა და აცეტილსალიცინის
მჟავის ახალი ფორმა მიიღო, რომელიც დსაშვებია მკურნალობისთვის. ასე შეიქმნა პრეპარატი „ასპირინი“. ამ წამლის რეიტინგი იმ ხმებმა
ასწია, რომელიც ფელიქს ჰოფმანის მამის რევმატიზმისგან განკურნებას მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ, 1899 წელს, კომპანია ბაიერმა ამ წამლის წარმოება აქტიურად დაიწყო.
ნაკლებად ცნობილი ფაქტები:
1. პირველ წლებში ასპირინი ფხვნილის სახით იყიდებოდა, 1904 წლიდან კი ტაბლეტის ფორმით.
2. ამ პრეპარატის თვისებების ცოდნა გრიგორი რასპუტინს დედოფალთან დაახლოებაში დაეხმარა. საქმე იმაშია, რომ ასპირინი
ამცირებს სისხლის შედედებას. ჰემოფილიით დაავადებული პრინცი ალქსისთვის კი, ასპირინი სასიკვდილოდ საშიში იყო. იცოდა რა ეს რასპუტინმა, თავის საავადმყოფოში მომუშავე ხელქვეითებს მისი გერმანიიდან შემოტანა აუკრძალა, რამაც ტახტის მემკვიდრე გადაარჩინა.
3. მას შემდეგ, რაც 1919 წელს ხელი მოეწერა ვერსალის ზავს და გერმანიის კაპიტულაცია გამოცხადდა, ასპირინმა რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის სტატუსი დაკარგა და საყოფაცხოვრებო ნივთი გახდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნებისთვის.
4. 1948 წელს, ამერიკელმა ექიმმა ლოურენს კრეივენმა ასპირინის გამოწერა გულით დაავადებულთათვის დაიწყო, რამაც წარმატებით იმუშავა და პრეპარატმა ინფაქტის რისკი შეამცირა.
5. 1969 წელს ასპირინი ასტრონავტების აფთიაქის შემადგენელი ნაწილი გახდა.
ასპირინის რეკლამები:
მისი პირველი რეკლამა ძალზედ მარტივი და ჩვეულებრივი იყო:
მას შემდეგ, რაც პრეპარატს კონკურენტები გამოუჩნდნენ, მისმა რეკლამამაც განვითარება დაიწყო :
შემდეგ შეიცვალა ყუთის დიზაინი: ასპირინისგან ნაწარმოებია „გტკივათ, სერ?“ და რეკლამაც ასეთი იყო : „გტკივატ, სერ? - ასპირინი“.
საბოლოოდ უფრო და უფრო ადამიანური გახდა მისი რეკლამა :
უკანასკნელი ტენდნეციებით კი, ის უფრო კლიენტების ემოციაზე გათვლილი გახდა :