მოგზაურობა მცურავი სასტუმრო მდინარე ამაზონზე 2014, 20 სექტემბერი, 13:31 რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ველურ და საფრთხით აღსავსე ამაზონზე უსაფრთხო დასვენება? სწორედ ეს კითხვა დაუსვა თავის დროზე საკუთარ თავს სუპერკომფორტული აქვა ექსპედიციის შემქმნელმა პერუელმა არქიტექტორმა, ხოდრი პუჩმა. მან დააპროექტა მცურავი სასტუმრო, რომელიც მდინარე ამაზონის აუზის ფარგლებს არ სცდება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს. მცურავ სასტუმროში განთავსებულია მისაღები, რესტორანი, ტრენაჟორების დარბაზი, სოლარიუმი და ჯაკუზი ღია ცის ქვეშ. ყველაზე კარგი კი პანორამული ფანჯრებია, რომელიც მდინარის მხარეს არის მოქცეული და დამსვენებელს საშუალებას აძლევს, დატკბეს იმ ულამაზესი ხედებითა და პეიზაჟებით, რაც ამ უდიდესი მდინარის პირას იშლება. ნომრები არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარაა. მისი ზომა 3X7 მეტრია. თუ თქვენ ამ წუთას არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ 1000 აშშ დოლარი გადაიხადოთ ღამეში და ულამაზესი არდადეგები მოიწყოთ ამაზონზე, გთავაზობთ ვირტუალურ ტურს. 101 2-ს მოსწონს
|