x
image
worldsport.ge
“მანჩესტერ იუნაიტედის” მიზანი სამეულია

imageინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალს მიმდინარე სეზონის მიზანი დაუსახა.
BBC-ის ცნობით, გასული სეზონის შედეგებისა და სერიოზული ფინანსური დანაკარგის ფონზე, ახალი მთავარი მწვრთნელის წინაშე კლუბის ხელმძღვანელობამ ამოცანად მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო სამეულში მოხვედრა დასახა.
ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა განაცხადა და ისიც აღნიშნა, რომ გასული სეზონის შედეგებმა იმედები გაუცრუა. თუ გუნდი შეძლებს და ინგლისის პრემიერლიგას სამეულში დაასრულებს, ეს მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნების საშუალებას მისცემს, რაც მიღწევად ჩაითვლება.
ვუდვორდმა ისიც აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერისგან” მაღალ სატრანსფერო აქტივობას არ უნდა ველოდოთ, თუმცა, თუკი მწვრთნელი შემადგენლობის გაძლიერებას ისურვებს, ხელმძღვანელობა გარკვეულ დანახარჯებს გასწევს.
“იუნაიტედმა” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სტარტზე ორი მატჩი ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო.


ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0