x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: რემი “ჩელსიში” ითამაშებს

image“ჩელსიმ” “მილანში” განათხოვრებულ ფერნანდო ტორესს შემცვლელი მოუძებნა. ლონდონურმა კლუბმა “ქუინს პარკ რეინჯერსის” ფრანგი თავდამსხმელი, ლოიკ რემი დაიმატა.
“არისტოკრატებმა” რემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს და გაირკვა, რომ რემიმ “ჩელსისთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.
რემი, რომელიც აქამდე “ქუინს პარკ რეინჯერსის” საკუთრება იყო, გასულ სეზონში იჯარით “ნიუკასლში” თამაშობდა. ფრანგმა შემტევმა “კაჭკაჭების” მაისურით გამართულ 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0