შოუბიზნესში ჩართული მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომ ყურადღება მიიპყრონ, ბევრი მკერდის და სხვა ინტიმური ადგილების მოშიშვლებასაც არ ერიდება..თუმცა ამ გოგონებმა პოპულარობისათვის სულ სხვა ხერხს მიმართეს.
აღტაცებაში მოგიყვანთ, მათი ორიგინალური, თეატრალიზებური შესრულება. ანტონიო ვივალდის "ზაფხულის" თემიდან გავრცელებული კლასიკური მიქსის ვიდეორგოლმა 12 000 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. წარმატებამ ინტერნეტში ის შედეგი მოიტანა, რომ გერმანული ჯგუფი Salut Salon, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ანჯელიკა ბაჰმანი(ვიოლინო), ირის ზიგფრიდი(ვიოლინო, ვოკალი), სონია-ლენა შმიტი(ვიოლენჩელო) და ანა ფონ ტვარდოვსკი (ფორტეპიანო)მალე მსოფლიო ტურნეში გაემგზავრებიან.
ჰამბურგში კონცერტების შემდეგ დაიგეგმა ტურნე შრი-ლანკაში და ინდოეთში, ხოლო 2015 წელს იქნება დიდი ტურნე ამერიკაში.