ფოტოგრაფია 41 შემთხვევითი კადრი, რომელთა აღსაქმელადაც წუთზე მეტი დრო დაგჭირდებათ 2014, 14 აგვისტო, 21:14 ფოტოგრაფია 21-ე საუკუნის განუყრელი ნაწილია, რაც ადამიანთა უმეტესობისთვის, ტექნიკის განვითარებასთან ერთად, ყოველდღიურობის შემადგენელი ელემენტი გახდა. თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულებების მიღება დროის ისეთ პერიოდში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროზე, რომელიც დასჭირდებოდა მხატვარს ამავე მიზნის მისაღწევად. თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტოგრაფია იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად – ფოტოხელოვნებად. ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე მეტად, პროცენტულად, სწორედ ფოტოგრაფია იტაცებს ახალგაზრდებს. ბევრი თვითნასწავლი ფოტოგრაფი არსებობს. უამრავი კი ამ ხელოვნების შესასწავლად დიდ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავს, რათა სწორად და ეფექტურად აღბეჭდოს ფირზე ესა თუ ის კადრი. ამ ყველაფრის მიუხედავად, რაოდენ საოცარი და სასაცილოც არ უნდა იყოს, ხშირად, პროფესიონალურ ფოტოგრაფიაზე მეტად სამოყვარულო, ანდაც შემთხვევით გადაღებული ფოტოები ფასობს, სადაც ბუნებრიობა არის ასახული. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შემთხვევითი კადრების თვალიერება მეტ სიამოვნებას და ემოციას ანიჭებს. ამ სტატიაში გაერთიანებულია 41 შემთხვევითი კადრი, რომელიც ძალიან წარმატებული, რიგ შემთხვევებში კურიოზული და რაც მთავარია ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა, რომელიც როგორც წესი, უსწრაფესად ვრცელდება ხოლმე ინტერნეტსივრცეში. ამ ფოტოების უპირატესობა ის არის, რომ ერთი შეხედვით სულ სხვა, გაუგებარი და ალოგიკური სიტუაცია წარმოგიდგებათ. თუმცა დაკვირვების შედეგად შეგიძლიათ გაარჩიოთ რეალური სიტუაცია. ისინი ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნიან. 758 7-ს მოსწონს
|