x
image
worldsport.ge
ჰიდინკი ჰოლანდიის ნაკრებში ვან გაალის მეთოდს გააგრძელებს

imageმსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებს ლუის ვან გაალი დატოვებდა და "ნარინჯისფერებს" უკვე მეორედ გუს ჰიდინკი ჩაიბარებდა. ჰოლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის.
ჰოლანდიის ახალი თავკაცი წინამორბედის პრაქტიკას გააგრძელებს, რაც ახალგზარდა და ძველი თაობის ფეხბურთელების შეთამაშებაზეა გათვლილი. გუს ჰიდინკმა "ნარინჯისფერთა" მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას შესანიშნავი უწოდა.
"მუნდიალზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების გამოსვლა შესანიშნავი გახლდათ. შედეგი ყველაზე რეალური იყო, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ვან გაალს ახალგაზრდული ნაკრები ისეთ ვეტერან ფეხბურთელებთან ჰყავდა შეთამაშებული, როგორებიც არიან რობინ ვან პერსი და არიენ რობენი. აღნიშნული მეთოდი გაგრძელდება. ჯერჯერობით არ ვაპირებ იმ ფეხბურთელების სახელების თქმას, თუ ვინ იქნება ნაკრებში." _ განაცხადა 67 წლის სპეციალისტმა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ჰიდინკის ასისტენტები დეილი ბლინდის მამა დენი ბლინდი და ცნობილი ფეხბურთელი, "მანჩესტერ იუნაიტედის" და მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტერლოი იქნებიან.
ჰოლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 1998 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც თავკაცობდა. ჰიდინკის იმჟამინდელმა გუნდმა ნახევარფინალში ბრაზილიასთან ძირითადი დრო 1:1 დაამთავრა, ხოლო პენალტების სერიაში 2:4 დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი შეხვედრა ხორვატიასთან წააგო _ 1:2.
გუს ჰიდინკი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში პირველი ოფიციალურ შეხვედრას ჩეხეთის წინააღმდეგ, ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 9 სექტემბერს გამართავს. A ჯგუფში "ნარინჯისფერთა" მეტოქეები ჩეხების გარდა, თურქეთის, ისლანდიის, ლატვიის და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0