x
image
worldsport.ge
დე შილიო "რეალში"?

imageბოლო დროს საკმაოდ ბევრი იწერება “რეალიდან” ალვარო არბელოას შესაძლო წასვლაზე. ესპანელის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, მადრიდელებს ამ პოზიციაზე ერთადერთი ფეხბურთელი – დანიელ კარვახალი დარჩებათ.
კარლო ანჩელოტის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდში ორი მარჯვენა მცველია საჭირო. სწორედ ამიტომ, “რეალს” ერთი მარჯვენა მცველი დასჭირდება და სხვადასხვა გამოცემების მტკიცებით, მადრიდელთა რჩეული “მილანის” მცველი – მატია დე შილიოა.
კარლო ანჩელოტიმ დე შილიოს შესაძლებლობების შესახებ ძალიან კარგად იცის და მისი თამაშიც ძალიან მოსწონს. ამასთან, იტალიელი უნივერსალური ფეხბურთელია, რადგან დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.
თუმცა, როგორც ესპანური მედია იუწყება, დე შილიოს “მილანის” დატოვება არ სურს და ხვდება, რომ “რეალში” გადასვლით, სავარაუდოდ, მისი სათამაშო დრო შემცირდება.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0