x
image
worldsport.ge
შოთა არველაძე შოტლანდიაში მდგმურებმა აზარალეს

imageთურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე, შოტლანდიაში საკუთარი სახლის მდგუმრებმა აზარალეს. "რეინჯერსში" ასპარეზობის დროს, არველაძემ გლაზგოს მახლობლად, ნიუტონ მირნში 5-საძინებლიანი სახლი შეიძინა და შემდეგ, ცოლ-ქმარ დევიდ და კატრიონა მაკფარლეინერებს მიაქირავა.
როგორც აღმოჩნდა, შოთა არველაძეს აღნიშნული პიროვნებები ქირის ფულს არ უხდიდნენ და არც სახლს ტოვებდნენ. ცნობილმა ფეხბურთელმა შოტლანდიის სასამართლოში იჩივლა და სამწლიანი დავის შემდეგ, საქმე მოიგო კიდეც.
აგრეთვე დადგინდა, რომ მდგმურებმა თაღლითური წესით, შოთა არველაძე 42 000 გირვანქა სტერლინგით აზარალეს. სასამართლოს ბრძანებით, მაკფარლეინერებმა სახლის დატოვება აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა შეძლონ.
არველაძის ისტორია შოტლანდიაში ამით არ დასრულებულა. ქართველი მწვრთნელის ადვოკატმა, უძრავი ქონების საკითხებში ჯიმ ბაულდმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ოჯახს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს დადგენილება და არველაძის სახლში კიდევ რამდენიმე თვე დარჩნენ, ისე რომ ძველებურად ფული არ გადაიხადონ.
როგორც ირკვევა, ბრიტანელებს უძრავი ქონების საკითხებში რთული კანონი აქვთ და არველაძის მდგმურებს რამდენიმე გასაჩივრების წესით, სახლში კიდევ 12 თვით შეუძლიათ დარჩენა, რაც არველაძეს კიდევ 10 000 გირვანქა სტერლინგით აზარალებს. საქმე ის გახლავთ, რამდენად სერიოზულ არგუმენტებს წარუდგენს აღნიშნული ოჯახი სასამართლოს.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მაკფარლეინერების ოჯახის სხვა საქმეც აღმოაჩინეს და გაირკვა, რომ ნიუტონ მირნში არველაძის სახლის მახლობლად, ცოლ-ქმარი დევიდი და კატრიონა ვინმე კრისტინე ლინელს მსგავსი თაღლითური წესით, ფულს არ უხდიდნენ და იმ შემთხვევაშიც, საქმე სასამართლომდე მივიდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
138
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0