x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ოჩია "მალაგას" მეკარე გახდება

imageმექსიკის ეროვნული ნაკრების და "აიაჩოს" მეკარე გილერმო ოჩოა, "მალაგს" კარის დარაჯი გახდება. ესპანური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის მეკარე დღეს, ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.
თავიდან ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ოჩოას პასპორტის პრობლემა ჰქონდა და "მალაგას" ვერ შეუერთდებოდა, თუმცა მექსიკელმა ყველაფერი მოაგვარა და კარიერას პრიმერადივიზიონში გააგრძელებს.
გილერმო ოჩოა ახალ კლუბში ვილი კაბალიეროს შეცვლის, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. მალაგელები მექსიკელის ტრანსფერით უნდა ამაყობდნენ, რადგან ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოჩოა ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ და გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0