x
image
cxvedo
16 ცილინდრიანი ჰიბრიდული Bugatti

ცნობილმა ავტომწარმოებელმა, Bugatti-მ შეიმუშავა ახალი მოდელის წარმოების გეგმა, რომელიც ჰიბრიდული ტიპის სუპერავტომობილი იქნება. კომპანია იმედოვნებს რომ იგი 1500 ცხენისძალიანი ძრავით იქნება აღჭურვილი. კამპანიის წარმომადგენლის განცხადებით ახალი მოდელი Veyron-ზე ნაკლებ საინტერესო არ იქნება და მომხმარებლების მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს. შეგახსენებთ, რომ ბაზარზე არსებული Veyron-ის ძრავს 1030 ცხენისძალის განვითარება შეუძლია.


Hybrid Bugatti with 16 cylinders


აღნიშნული მოდელი შეზღუდული რაოდენობით, სულ 450 ეგზემპლარი გამოვა და ეს 2015 წელს მოხდება. მათი სავარაუდო ფასი კი 1.7 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება. ავტომობილი აღჭურვილი იქნება 7.9 ლიტრიანი quad-turbocharged W16 ძრავით. მაგრამ ეს იქნება სრული ჰიბრიდული ძრავის მოულობა, რომელიც 1500 ცხენისძალას განავითარებს. დანარჩენი ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.









0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0