x
image
cxvedo
2014 წლის Dodge Challenger SRT ისტორიაში შევა

ახალი Challenger SRT ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ავტომობილებში უსწრაფესი ავტომობილი უნდა იყოს. მისი გამორჩეული SRT-ს სისტემის 6.2 ლიტრიანი V8 კიდევ უფრო გააძლიერეს და მისი სიმძლავრე 707 ცხენისძალამდე ანუ 880 ნიუტონმეტრამდე აიყვანეს, რითაც იგი Lamborghini Aventador-სა და Porsche 911 Turbo-ზე მძლავრი და სწრაფი გახდა.


Dodge Challenger SRT 2014


მთავარი საიდუმლო კი ის გახლავთ, რომ ავტომობილის მფლობელს გადაეცემა ორი ტიპის გასაღები: წითელი და შავი. შავი გასაღებით ავტომობილი იქნება სპორტული და ექნება მას 500 ცხენისძალა, ხოლო წითელი გასაღების დახმარებით კი შეუძლია ავტომობილის სრული პოტენციალით დატკბეს.

ჯერჯერობით ავტომობილის სრული მონაცემები მიუწვდომელია. ახალი თაობის SRT-ს პრეზენტაცია კი მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.








0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0