x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრაზილიური სერიალის სიუჟეტი რეალურ ცხოვრებაში
image






























1997 წელს მინსკელი ახალგაზრდა ქალი თავის 4 წლის გოგონასთან ერთად მოლდავეთში ნაცნობის მიწვევით ჩავიდა.თუმცა დედა-შვილი რამდენიმე თვე კიშინიოვის გარეუბანში ცხოვრობდა და მათხოვრობით ირჩენდა თავს.მალევე გოგონა გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და საბოლოოდ ქალი მარტო დაბრუნდა მინსკში.


ბელორული სამართალდამცავები მწირ ინფორმაციას ფლობდნენ დაკარგული გოგონას შესაძლო ადგილმდებარეობის შესახებ, ხანგრძლივი სამძებრო-ოპერატიული ძებნის შემდგომ გოგონაზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის ხაზით.


და აი სასწაულიც მოხდა...ბელორუსი და მოლდაველი სამართალდამცავების მჭიდრო ურთიერთობის შედეგად დადგინდა 21 წლის გოგონას ადგილსამყოფელი, რომელიც 1997 წლიდან ცხოვრობდა სოროკაში(ბოშების ქალაქი), გოგონა, სახელად მარია გარეგნულადაც კი მკვეთრად განსხვავდებოდა ადგილობრივი "ნათესავებისგან".


აღმოჩნდა რომ ბოშურ ოჯახს შენახული ჰქონდა მარიას ბავშვობის ფოტოც, გოგონას მინსკელმა ნათესავებმაც დაადასტურეს აშკარა მსგავსება.

image
































ამბავი პირველი პირისგან




მინსკელ თამარა რომანოვიჩს აშაკარად ცხოვრება ვერ აეწყო, ქმართან გაუთავებელი ჩხუბი ჰქონდა, შემდგომ მამაკაცმა საბოლოოდ მიატოვა და სოფელში გადაბარგდა, თამარა დარჩა მარტო 4 წლის შვილთან, ოლიასთან და ლოთ მამასთან ერთად.რომ გაქცეოდა მამის აგრესიას ხშირად ვაგზალზე ათევდა ღამეებს.

ერთ დღესაც თამარამ ვაგზალზე გაიცნო ბოშები:ვასილი და ლარისა.


–აქ რას აკეთებ, წამოდი ჩვენთან მოლდავეთში, -შესთავაზა წყვილმა.


თამარაც გაემგზავრა, დასახლდა კიშინიოვის გარეუბანში ვასილის და ლარისას სახლში.ბოშებმა ქალს საბუთები წაართვეს და აიძულებდნენ ემათხოვრა ბავშვთან ერთად.ერთ დღეს მანქანით მიდიოდნენ, ვასილიმ კიოსკთან შეაჩერა, თამარას ფული გაუწოდა და სიგარეტის ყიდვა სთხოვა, სანამ ქალი უკან დაბრუნდა, ვასილიმ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და გაუჩინარდა პატარა ოლიასთან ერთად.


თამარა საბოლოოდ იქიდან წყვილმა გამოაგდო, ერთადერთი რაც უთხრა ვასილიმ ის იყო, რომ "გოგონა კარგ ოჯახს ჩააბარეს".


მინსკში დაბრუნებულმა ქალმა მილიციაში განცხადება შეიტანა, აგრეთვე განცხადებები შეიტანეს თამარას მშობლებმა და ნათესავებმაც, თუმცა სამართალდამცავები არც აპირებდნენ სისხლის სამართლი აღძვრას.


გავიდა რამდენიმე წელი, თამარა ქმარს შეურიგდა, კიდევ ორი შვილი გაუჩნდათ, ბიჭები, ოლიას უმცროსი ძმები.თუმცა ცოლ-ქმრის გაუთავებელი ლოთობის შედეგად თამარას დედობა ჩამოართვეს, ხოლო ბიჭები ბავშვთა სახლში გაამწესეს...


ამასობაში კი ქალმა კიდევ ერთი ბიჭი გააჩინა, ისიც ჩამოართვეს და ბავშვთა სახლში გადააგზავნეს....


ყველაზე უმცროსი მდიდარმა ცოლ-ქმარმა იშვილა, სწორედ მათ შეიტყვეს, რომ ბიჭუნას ჰყავდა ორი ძმა და კიდევ ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული და...სწორედ ამ წყვილმა დაიწყო ოლიას ძებნა, ფეხზე დააყენეს მთელი ბელორუსიის მილიცია, გოგონა გადაცემული იქნა ინტერპოლში ძებნაზე...




ახალი ოჯახი



თამარას ალბათ ერთადერთი სიმართლე უთხრა ვასილიმ..ოლგა მართლაც კარგ და შეძლებულ ოჯახს მიყიდეს და არა მარტო ..ნამდვილ ბოშ ბარონების შთამომავლებს, გვარად ჩერარას.image
















ოლია ოლგა...აწ უკვე.ახალ ოჯახში მარიად იქცა, იზრდებოდა მრავლრიცხოვან ოჯახში, დაამთავრა რუსული სკოლა, შემდეგ კოლეჯში სწავლობდა, პარიკმახერის კურსებიც გაიარა, ბებიას ბოშაზე უნდოდა მისი გათხოვება, მაგრამ მარიამ უარი უთხრა, ხოლო 2014 წელს გოგონამ ქალაქ სოროკას სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

image





























პოლიციამ დნმ ანალიზის მეშვეობით დაადგინა მოახდინა მარიას ინდენფიცირება....


ოლგა- მარიამ გაიცნო უკვე საკუთარი დედა, აპირებს უახლოეს ხანში გაიცნოს ძმები .


"მახსოვს ბავშვობაში მეუბნებოდა ბებია, რომ მე სხვა ქვეყნიდან ვარ, -იხსენებს ოლგა-მარია, -ბებიამ გამზარდა, მასწავლა ბოშური ენა, მოლდავური, მანვე მომცა საკუთარი გვარი პრეიდა.მათ ძალიან ვუყვარდი და აღმზარდეს ისე, როგორც შეეძლოთ"


ბებია მარიას ამა წლის 13 მარტს გარდაეცვალა.გოგონა პრაქტიკულად მარტო დარჩა.მისი მამობილი ინვალიდია და ჰყავს საკუთარი ოჯახი.


სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ბელორუსში გადასახლდა, ამჟამად დეიდასთან ცხოვრობს.თუმცა იმ ადგილის დავიწყებასაც არ აპირებს სადაც მთელი ბავშვობა გაატარაა.

0
147
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0