x
image
worldsport.ge
დასჯილმა გოგუამ "სკა-ენერგიას" მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა

imageრუსეთის პირველ დივიზიონში "სკა-ენერგიამ" შინ 2:1 სძლია "ხიმიკს". "სკა-ენერგია" აგებდა და ბოლო 8 წუთში მოახერხა 2 გოლის გატანა, რაც დიდწილად გოგიტა გოგუას დამსახურებაა – მას არ გაუტანია, მაგრამ აშკარად გამოაცოცხლა თავისიანთა შეტევები. გოგიტა 58-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კლუბის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა ახსნა მიზეზი:
"წინა შეხვედრაში გოგუასა და ჩვენს მწვრთნელ ვალდას ივანაუსკასს შორის გაუგებრობა მოხდა. ეს არ ყოფილა კონფლიქტი. და დღეს გოგუა, ასე ვთქვათ, აღმზრდელობითი პრინციპის გამო დატოვეს სათადარიგოთა სკამზე. ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ტაბლოზე რა ანგარიშიც არ უნდა იყოს, ორივე ხელით კოლექტიურობას ვემხრობი. სხვაგვარად ქაოსი დაიწყება. ვნახოით, რა იქნება მომავალში".
"სკა-ენერგიაში" შეუცვლელად ითამაშა კახა ალადაშვილმა. ხოლო ბოლო 25 წუთი მინდორზე გაატარა კიდევ ერთმა ქართველმა ლაშა იმედაშვილმა – ის 18 წლის თავდამსხმელია და დებიუტი ჰქონდა "სკა-ენერგიაში". იმედაშვილი რუსეთის მოქალაქე გახლავთ.



ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0