x
image
worldsport.ge
“ჩელსიმ” ლუისი წარადგინა

imageფელიპე ლუისის სატრანსფერო საგა დასრულებულია. როგორც რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, ლუისი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს. პარასკევს კი ახალ გუნდში ბრაზილიელის პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულ ინფორმაციას “ჩელსის” ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ეს ტრანსფერი ძალიან გაიწელა და ლონდონურმა კლუბმა “ატლეტიკოს” რამდენიმეჯერ მიმართა კონკრეტული წინადადებით, თუმცა მადრიდელებს ფეხბურთელის გაყიდვა სარფიანად სურდათ და საბოლოოდ, გუნდები 20 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
“ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი ვარჯიშის დაწყებას. გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავიღებ.” - განაცხადა “არისტოკრატთა” ახალწვეულმა.
შეგახსენებთ, რომ ფელიპე ლუისი “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს სთხოვდა, “ჩელსიში” გაეშვათ, რის გამოც უკანასკნელი დღეების განმავლობაში მადრიდელთა მეორე გუნდთან ერთად მოუწია ვარჯიში.


ლევან გოგოტიშვილი
www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0