x
image
cindarella
მსოფლიო შოკშია!-ჩამოგდებული თვითმფრინავი და 300 გარდაცვლილი
image


ინდეფენდეთის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ხმელეთიდან გაშვებული რაკეტით ჩამოგდებული ბოინგ 777-ის ჩამოვარდნისას 300 მგზავრი გარდაიცვალა.

image


მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ჩამოგდების შესახებ, ამსტერდამის სხიფოლის საერთაშორისო აეროპორტში ამ დრომდე ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ თვითმფრინავის ჩამოვარდნა.მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა პოროშენკომ უკვე გააკეთა განცხადება და მსოფლიო ლიდერებსა და "იკაოს" უკვე მოუწოდებს შეიქმნას საერთაშორისო საგამომძიებო კომისია.როიტერის სააგენტოს ინფორმაციით კი პრეზიდენტმა ობამამ უკვე გასცა მითითება უკრაინაში თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით საკუთარი წარმომადგენლები გააგზავნოს.


image

უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენუკმა კი შესაბამის სტრუქტურებს გამოძიების დაწყების მითითება მისცა.უკრაინის გენშტაბის ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით არის ჩამოგდებული.რუსეთის მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა უკრაინაში ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ამსტერდამი-კუალალუმპურის სამოქალაქო რეისი რუსეთის მხარდამჭერმა სეპარატისტებმა და ტერორისტებმა ჩამოაგდეს, რომელთა თავდაპირველი მიზანი უკრაინული ილ 72-ის ჩამოგდება იყო.

0
94
2-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0