x
ვაჰაბიზმი
ვაჰაბიზმი სუნიტური ისლამის ერთ-ერთ განშტოება, XVIII საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა არაბეთის ნახევარკუძულზე, ნეჯდის

პროვინციაში. მისი ფუძემდებელია იბნ აბდ ალ-ვაჰაბი (1703-1792), რომელმაც გაიხსენა და განავითარა დავიწყებას მიცემული XIV

საუკუნის მოღვაწის - იბნ ტეიბის იდეები. ეს უკანასკნელი ქადაგებდა

პირვანდელი, მუჰამედისდროინდელი ისლამისა და შესაბამისი


საზოგადოებრივი ცხოვრების წესისაკენ "უმა-თემისაკენ" დაბრუნებას:

ყურანი ერთადერთი წმინდა წიგნია და ჭეშმარიტმა მუსლიმმა

მხოლოდ მისი მითითებების შესაბამისად უნდა იცხოვროს.

ვაჰაბიზმის იდეოლოგები უარყოფდნენ წმინდა ადგილებსა და

წმინდანებს - მათი აზრით, მხოლოდ ალაჰია თაყვანისცემის ღირსი.

მეორე მათი მოთხოვნდა იყო რიტუალების მაქსიმარული

გამარტივება, ასევე სასულიერო იერარქიის აბსოლუტური გაუქმება.

მუსლიმს უნდა ეცხოვრა ერთგვარი კომუნის ტიპის საზოგადოებაში, სადაც ერთადერთი სასულიერო პირი იყო მოლა.


ვაჰაბის მოღვაწეობა გარკვეულწილად დაკავშირებულია

დამპყრობელთა წინააღმდეგ მოქმედ ეროვნულ მოძრაობასთან. თუმცადასაწყისში მისი პოლიტიკური არსი იყო მსხილ ფეოდალთა და

ვაჭართა დასაცავად არაბთა ტომებისა და წვრილი სამთავროების

გაერთიანება, ფეოდალური ანარქიისა და ტომობრივი

განხეთქილების მოსპობა.XIX საუკუნის დასაწყისში თითქმის

მთელი არაბეთის ნახევარკუნძული გაერთიანდა ვაჰაბიტთა

ფეოდალურ სახელმწიფოდ, რომელიც ეგვიპტელთა

დაპყრობის შემდეგ დაიშალა (1811-1821).1821 წელს ვაჰაბიტთა

სახელმწიფო აღდგა ნეჯდის პროვინციის ფარგლებში და

არსებობდა XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე.

XX საუკუნის დასაწყისში ვაჰაბიტების სახელმწიფო ისევ აღდგა იბნ-საუდის მმართველობის პერიოდში (1880-1953).1931 წლიდან ოფიციალურად წოდებული საუდის არაბეთის სახელმწიფო რელიგიაა ვაჰაბიზმია. თანამედროვე არაბეთის ვაჰაბიზმი

შესანიშნავად შეერწყა მმართველი ფენის ეკონომიკურ

ინტერესებს რეგიონში, რაც ახლო აღმოსავლეთის ნავთობის

და შესაბამისად გავლენის სფეროს გადანაწილებასთანაა

დაკავშირებული.


ვაჰაბიზმის იდეები გავრცელდა ინდოეთში, ავღანეთში, ინდონეზიაშიდა აფრიკის ქვეყნებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის

საზღვრებს გარეთ განსაკუთრებით კი შუა აზიაში აღმოცენებული

ვაჰაბიტური სექტები აბსოლუტურად სხვა სახის მოვლენაა. ამ

ორგანიზაციებმა ძირითადად ფეხი მოიკიდეს სხვადასხვა ქვეყნის

ყოფილ კოლონიებში, სადაც სოციალური მდგომარეობა უკიდურესად

მძიმე იყო.


კავკასიაში ვაჰაბიზმის დამკვიდრებაზე საუბრისას ძნელია პოლიტიკისსფეროსაგან გამიჯვნა. ინგლისელი პოლიტიკური მომომხილველი იაან

სეპი ჩვენს რეგიონში შექმნილი სიტუაციის შეფასებისას აღნიშნავს,

რომ საქმე პოლიტიზირებულ ისლამთან გვაქვს. მისი თქმით, XX საუკუნის 30-იანი წლებიდანვე ვაჰაბისტური იდეით გამუდმებით

სპეკულირებდა კომუნისტური ხელმძღვანელობა, რომელიც

ნებისმიერი სახის ანტისაბჭოთა მოძრაობას, რომელიც რაიმე კავშირში იყო მაჰმადიანური რწმენის მატარებელ მოსახლეობასთან,

ტერორიზმის ვაჰაბიზმის და ექსტრემიზმის გამოვლინებად

ნათლავდა.



0
169
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0