x
მარკუს ავრელიუსი - "ფიქრები"

მეორე წიგნი
4.გაიხსენე, რა ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს, რამდენგზის სთხოვე "მაცალეთ" ღმერთებს და რამდენგზის გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით. კმარა! დროა შეიცნო, ბოლოს და
ბოლოს, რომელი სამყაროს ნაწილი ხარ შენ და სამყაროს რომელი
გამრიგის ემანაცია; დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდდა თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე როგორც გაქრები შენ, და აღარასოდეს შემოიქცევი უკან.

მეხუთე წიგნი
1. თუ შენ დილით გეზარება ადრე ადგომა, მაშინ ასე შეაგონე შენსავეთავს: მე ვდგები, რათა აღვასრულო ჩემი კაცური საქმე! მაშ რატომ ვდრტვინავ იმის გამო, რომ ხელს ვკიდებ საქმეს, რომლის აღსასრულებლადაც მე შემქმნა და ამქვეყნად წარმომგზავნა განგებამ?
ნუთუ ჩემი დანიშნულება თბილ საწოლში ნებივრობაა მხოლოდ?- მაგრამ ეს უფრო სასიამოვნოა- მაშ შენ მხოლოდ სიამოვნებისა და
განცხრომისათვის ხარ შექმნილი? მაშ შენ უმოქმედობისა და არა
მოქმედებისთვის მოხველ ამქვეყნად? შეხედე მცენარეებს, ჭილყვავებსჭიანჭველებს და ბაბაჭუებს, რომლებიც ასეთი გულმოდგინებით ასრულებენ თავიანთ საქმეს და საკუთარი რუდუნებით, შეძლებისდაგვარად სრულყოფენ სამყაროს მშვენებას. შენ კი არ გსურს მოიხადო შენი კაცური ვალი და არ ისწრაფვი მისკენ, რაც ასერიგად ეთანხმება შენს ბუნებას.- კი მაგრამ, დასვენებასაც თავისი ზღვარი დაუწესა, ისევე როგორც ჭამას და სმას. მიუხედავად ამისა, შენ ყოველთვის გადადიხარ ზომიერების ზღვარს, მაშინ როდესაც მოქმედებისას შესაძლებელ ზღვარსაც ვერ აღწევ და ეს იმიტომ, რომ არაფრადმიგაჩნია შენივე თავი. ასე რომ არა, შენ გეყვარებოდა შენი ბუნებაც და ისიც, რასაც გიწესებს იგი. სხვანი, საკუთარი ხელობის სიყვარულით გულშეძრულნი, მთელის არსებით ეძლევიან საყვარელ საქმეს და ხშირად ივიწყებენ განბანას, სმასა და ჭამას. შენ კი უფრო ნაკლებ აფასებ საკუთარ ბუნებას, ვიდრე ოქრომჭედელი -ოქრომჭედლობას, მროკავი -როკვას, აბნგარი - ვერცხლს და პატივმოყვარე - დიდებას. ისინი, საკუთარ ვნებებს აყოლილნი, უმალ ძილსა და სმა-ჭამაზე იტყვიან უარს, ვიდრე იმისკენ სწრაფვაზე, რაც ასერიგად ხიბლავს და ატყვევებს მათ. ნუთუ საქვეყნო საქმის სამსახური შენს თვალში უფრო უმნიშვნელო ჩანს და ნაკლები გულმოდგინების ღირსი?

0
483
შეფასება არ არის
ავტორი:რობაქიძე თამარი
რობაქიძე თამარი
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0