x
image
worldsport.ge
რამირესი: “მომხდარის გამო ვწუხვართ”

imageლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, რამირესმა, ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და ბრაზილიელთა ფიასკო შეაფასა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
“ჩვენ არ ველოდით, რომ ნახევარფინალში შვიდ გოლს გავუშვებდით. კონკრეტულად არავის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ეს მარცხი ყველას ბრალია. ეს ჩვენი საფეხბურთო ცხოვრების შავი ლაქაა.
ძალიან ვწუხვართ, რომ ასე მოხდა. ბრაზილიელი ხალხი მთელი ტურნირის განმავლობაში მხარში გვედგა, ჩვენ კი ისინი დავაღალატეთ.
ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ეს ფიასკო გამარჯვებებით ავანაზღაუროთ. ახლა ოჯახებს ვუბრუნდებით, სადაც ძალებს აღვიდგენთ და მუშაობას განვაახლებთ.
ჰოლანდია? მომენტების რეალიზება ვერ შევძელით და დავმარცხდით. სიმართლე გითხრათ, ძნელია ამ ყველაფრის შეფასება. ძალიან ვეცადეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა” – განაცხადა რამირესმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, მესამე ადგილისთვის მატჩში, ბრაზილიელები ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან განადგურდნენ – 0:3.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0