x
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დოკუმენტაციის პრობლემა
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ავტორი: ქეთევან სალთხუციშვილი (IIIკურსი)

09.07.2014



image მიუხედავად ბავშვთა უფლებების სფეროში არსებული ბევრი პრობლემისა, მაინც ყველაზე დიდ ყურადღებას საჭიროებს განსაკუთრებით ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები, რომელთაც ფართო საზოგადოება მოიხსენიებს „ქუჩის ბავშვების“, სახელით, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში და ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის დესტრუქციული ქცევა. ისინი ვერ გადიან ნორმალური სოციალიზაციის პროცესს.


ქვემოთ მოცემულია მთავარი პრობლემები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრებაში არსებობს:


 მათ უმრავლესობას არ აქვს დოკუმენტები.
 ისინი ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი არიან. ასევე მშობლის ან მეურვის, მზრუნველის მხრიდან განიცდიან გულგრილობას და არასათანადო ყურადღებას.
 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები განიცდიან: ექსპლუატაციას, (შრომის იძულებით გამოყენება). სექსუალური ძალადობას, ასევე ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების დაწყებასა და ნაადრევ მშობიარობას.
 ზოგიერთი მათგანი ახორციელებს დევიანტურ ქცევას, როგორიცაა ქურდობა, ტოქსიკომანია, პროსტიტუცია, ძალადობა, სხვა მოქალაქეების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
 მცირე საოჯახო ტიპის სახლების სიმცირე, რის გამოც ხშირად მობილურ ჯგუფებს პრობლემები ექმნებათ მათი დროულად ქუჩიდან გადაყვანაში.


ზემოთ ჩვენ დეტალურად არ განგვიხილია მთავარი პრობლემა, რაც არის დოკუმენტების არარსებობა და მისი სამომავლო შედეგები. დოკუმენტების არარსებობა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრებაში, პირდაპირპროპორციულია იმ მოქალაქეობრივი უფლებების გამოუყენლობის, როგორიცაა განათლების ხელმიუწვდომლობა, რაც სამომავლოდ მათ ტოვებს პროფესიისა და რეალურად დასაქმების შანსების გარეშე. მეორე, მთავარი უფლებაა: ჯანმრთელობის უფლებაა. ბავშვები ვერ ხვდებიან სოციალური დახმარების პროგრამებში და შესაბამისად ვერ იღებენ სამედიცინო დახმარებას, დაზღვევას, სასწრაფო მომსახურებას.


ამასთნ ერთად, შეუძლებელია არ განვიხილოთ ის, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვერ სარგებლობენ დღის ცენტრების მომსახურეობებით, რადგან დღის ცენტრებში მხოლოდ მიდიან ის ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობენ, ამ სტატუსის მინიჭებას კი სჭირდება დოკუმენტაცია. შესაბამისად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები კარგავენ იმ შანსს, რომ მოხდეს მათი განათლება და რეაბილიტაცია. დოკუმენტების გარეშე, მხოლოდ გადაჰყავთ ობოლი ბავშვები გლდანის კრიზისულ ცენტრში.


ზემოთ ჩამოთლილი პრობლემები თავისთავად მოითხოვს რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. ბავშვთა კეთილდღეობის გეგმა, რომელიც გაწერილი იყო 2012-2015 წლებში, მოიცავს შემდეგ პუნქტს, (2.8.1) მიუსაფარ ბავშვთა მოძიების მობილური ჯგუფების შექმნის შესახებ. ნამდვილად შედგა მობილური ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ ქუჩებშში ამყარებენ კონტაქტს ბავშვებთან, ახდენენ მათ გადაყვანას საოჯახო ტიპის სახლებში ან კრიზისულ ცენტრებში, ასწავლიან და ასაქმებენ მათ მშობლებს. ეხმარებიან, დოკუმენტაციის გაკეთებაში, რომელიც სხვადასხვა პრობლემების გამო საკმაოდ გაწელილი პროცესია, რადგან თავად მშობლებსაც შესაძლოა არ აღმოაჩნდეთ დოკუმენტები, რის საფუძველზეც ხდება ბავშვისათვის რეგისტრაცია.


მიუხედავად მობილური ჯგუფების მუშაობისა, თუ გადავხედავთ ჩვენს ქუჩებს, აღმოვჩენთ, რომ საკმაოდ ბევრი ბავშვი დადის ისევ მოწყალების სათხოვნელად, ისევ ჩადან დესტრუქციულ საქციელს, ამიტომ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეს არის უფრო მეტი მობილური ჯგუფის შექმნა. მეტი მობოლური ჯგუფი, იქნება იმის წინა პირობა, რომ მეტ ბავშვს ექნება დოკუმენტაცია და “თავშესაფარი“, უფრო მეტი ბავშვის მშობელი იქნება დასაქმებული, შესაბამისად მათ აღარ გააგზავნიან მშობლები მოწყალების სათხოვნელად, აღარ იქურდებენ ბავშვები და არ ჩაებმევიან პროსტიტუციაში. სამაგიეროდ მიიღებენ განათლებას, შესაბამისად სამომავლო დასაქმების შანსს, სამედიცინო დახმარებას და ა.შ.
თუმცა დოკუმენტების გაკეთება არ ნიშნავს, რომ ბავშვები საბოლოოდ დაიწყებენ ნორმალურ ცხოვრებას. მათ აუცივლებლად სჭირდებათ პროფესიონალების (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები) ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა, რათა მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ზედამხედველობა კი შესაძლოა განახორციელონ სახლებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიცაა დღის ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრები თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამისათვის კი საჭიროა, რომ უპირველესად სახელმწიფომ და შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იზრუნონ უფრო მეტი დღის ცენტრებზე და მცირე საოჯახო ტიპის სახლების დაარსებაზე, რათა უპრობლემოდ მოხდეს მიუსაფარ ბავშვთა გადაყვანა.
როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებზე, ჩვენც და უპირველესად სახელმწიფოსაც უნდა ესმოდეს, რომ ბავშვი მომავალში იქნება სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომლის ცოდნა, უნარები და ქმედებები განაპირობებს ქვეყნის ძლიერებას. შესაბამისად ბავის კეთილდღეობაზე ზრუნვა, საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი სახელმწიფოსათვის.



გამოყენებული ლიტერატურა:
• ITDC. (2013). სოციალური მომსახურების სააგენტო. Retrieved from http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=89
• პერიოდიკა, ს. ს. (2009). ბავშვები ქუჩაში. Retrieved from საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა:
• მგალობლიშვილი, ა. (2012, 02 25). ბავშვები ქუჩაში. Retrieved თებერვალი 25, 2012, from yappe.com:
• მესტვირიშვილი, ნ. (2007). “ქუჩის ბავშვების" სოციალური ანლიზი და მათი სოციალური ინტერაქციის კვლევა., (pp. 6-7). თბილისი.


0
171
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქექოო
ქექოო
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0