x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ედუარდ შევარდნაძეს ,,იქაც" არ ასვენებენ
imageდღეს, 2014 წლის 7 ივლისის დღის 12 საათზე საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა.

მისი მოღვაწეობა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მიერ უარყოფითადაა შეფასებული და ძნელია არ დაეთანხმო.ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მის პოლიტიკას მხარს უჭერდა, რა თქმა უნდა, იგულისხმება ქვეყნის ბედ-იღბალზე მზრუნველი ადამიანები. ჩვენს ექს-პრეზიდენტს სიცოცხლეშივე არ აკლდა გამკიცხავები და სწორედ ამის შედეგად დაასრულა 2003 წლის 23 ნოემბერს თავისი საპრეზიდენტო კარიერა. image

ბატონ ედუარდ შევარდნაძეს დღესაც არ აცალეს ბოლომდე გაციება და უმალ აქციები გაუმართეს მიცვალებულს.ზვიად გამსახურდიას მომხრეები მის და მისი თანამებრძოლების გასამართლებას მოითხოვენ.

მიუხედავად ექს-პრეზიდენტის მრავალი დიდი შეცდომისა, სამწუხაროა, რომ მიცვალებულს მოსვენებას არ აძლევენ.გვავიწყდება, რომ ბოროტებას ბოროტებითვე არ უნდა ვუპასუხოთ.საფლავში მიყვებიან გარდაცვლილს მისი ცოდვების გამო.თითქოს უფალი აღარ არსებობს და საიქიოში არ მოეკითხება ყოფილ პრეზიდენტს. ქართული ფილმი “მონანიება" და აბელ არავიძეზე ნათქვამი სიტყვები მახსენდება, -მიწას არ ვაღირსებ, რამდენჯერაც დამარხავთ, იმდენჯერ ამოვთხრიო.


რაც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ესა თუ ის ადამიანი, არ მიმაჩნია სწორად, რომ გარდაცვალების შემდეგ კიდევ სამართალზე სდიო და “იქაც" არ მოასვენო.ამით ხომ აღარაფერი შეიცვლება წარსულში მიყენებული ზიანისათვის?!

5
172
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
172
  
2014, 7 ივლისი, 21:15
ცოტნე კი მართლა კაცია !!!!!!
2014, 7 ივლისი, 21:14
ანუ ზოგიერთების აზრით შევარდნაძე სისხლისმსმელი ჯალათი იყო და სხვები ფრთაშესხმული ანგელოზები ? შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო 1992 ში მერე ნახავდით მართლა რასისხლისგუბეებს დააყენებდნენ ერთმანეთში ომით ზვიადისტები და კიტოვანისტები!( (სიტყვამ მოიტანა და ორივეს დედებიიც !@)არეულ დარეული ქვეყანა ასეთუ ისე დაალაგა 1 წელიწადში გაეროში მიგვღეს პურის რიგები გაქრა და თქვენ გგონიათასე ადვილი იყო უცბად გვარდიის და ნხედრიონის კალაპოტში მოქცევა როცა არც სამხედრო და არც არანაირი ძალოვანები არ ყავდა შევარდნაძძეს ! მაგრამ აქაც ძალიან მალე დაალაგა სიტუაცია ! ზოგი ამბობს გვიანო მაგრამ გაიხსენეთ ჩვენნაირი ქვეყნების მაგალითები ჩილიე კოლუმბია ნიკარაგუა აფრიკის ბევრი ქვეყანა სადაც სამოქალაქო ომები 30-40 წელი გრძელდება ! და ზუსტად შევარდნაძის წყალობით გადაურჩასამოქალაქო ომს ათასობით კი არა და ასი ათასობით ქართველი ასე რომ შევარდნაძის შეფასებისას სასწორზე უნდა დაიდოს კარგი და ცუდი საქმეები და კარგი გადაწონის დიდი უპირატესობით !
2014, 7 ივლისი, 19:52
აი რას ამბობს ცოტნე გამსახურდია":გარდაიცვალა ედუარდ შევარდნაძე... მე არ ვიცი, ვინ აცხონებს და თუ აცხონებს. არც ისა მჯერა, თითქოს სადღაც იქ, ტახტზე, მოსამრთლის მანტიამოსხმული მოხუცი თეთრწვერა კაცი იჯდეს და ანაწილებდეს ნაკადებს - ზემოთ და ქვემოთ. ვფიქრობ, გაცილებით მარტივადაა საქმე: ყველა ადამიანი უბრალოდ იღებს საკუთარი შინაგანი რეალობის შესაბამის რეალობას. ესაა და ეს.

ასე, 25 წლის უკან რომ მომხდარიყო ეს ამბავი, იქნებ ამდენი ადამიანი აღარ მომკვდარიყო, არ გაუბედურებულიყო... მაგრამ მე მაინც არ ვუსურვებდი ედუარდ შევარდნაძეს, მისი რეალობის შესაბამის სამყაროში მოხვედრას.
დაე, მისგან გასწორდეს ყოველი...
მსუბუქი იყოს მისთვისაც ქართული მიწა!".....აი კაცობა ესაა..და ამ ზვიდისტებს რაღა აჭყიპინებთ შვილი ხმას არ ირებს
2014, 7 ივლისი, 18:38
სრულიად გეთანხმები.რაც მოხდა მას ვეღარავინ შეცვლის,წარსული უკან აღარ დაბრუნდება სამწუხაროდ და მიცვალებულის ასეთი შეურაწყოფით თითონ დგამენ ცოდვაში ფეხს.საერთოდ მისი ბრალია ასეთი სიძულვილი და უარყოფითი დამოკიდებულება რომ დაიმსახურა ხალხისგან მაგრამ მიცვალებულს მართლა საიქიოში ხომ ვერ გავყვებით.ყველას დამსახურებულად მოეკითხება თავსი ცოდვებისათვის,ჩვენ კი ერთი სანტელიც რომ დავუნთოთ არაფერი დაგვიშავდება,პირიქით მადლია
0 1 5