x
image
worldsport.ge
ვან გაალი: “მეკარის ცვლილება დაგეგმილი იყო”

imageჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
ჰოლანდიელებმა ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში შეძლეს მეტოქის კარის აღება და საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც ვან გაალმა მეკარე შეცვალა – იასლერ სილესენის ნაცვლად, კარში ტიმ კრული ჩადგა, რომელმაც ხუთიდან ორი დარტყმული მოიგერია.
“ეს დაგეგმილი ცვლილება იყო. ჩემს გუნდში, ყველა ფეხბურთელი გარკვეულ უნარს ფლობს. რაც შეეხება, ტიმ კრულს, ყველამ იცის, რომ სწორედ იგია პენალტების “სპეციალისტი”. მას თერთმეტრიანის მოსაგერიებლად იდეალური აღნაგობა აქვს – გრძელი კიდურები” – განაცხადა ვან გაალმა.
“თუმცა, სილესენისთვის არაფერი გვითქვამს, რადგან, შეიძლებოდა, ამ ამბავს მასზე უარყოფითად ემოქმედა. ყველა ნიუანსზე ტიმთან ერთად ვიმსჯელე, შემდეგ კი კოსტა რიკისა და საბერძნეთის თერთმეტმეტრიანთა სერია ერთად გავარჩიეთ. სიმართლე გითხრათ, ჩატარებული სამუშაოთი ვამაყობ.”
“ცვლილების ბოლომდე შენახვა რთული იყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგვივიდა და უზომოდ გახარებული ვარ.”
“ქედს ვიხრი საკუთარი ფეხბურთელების წინაშე! თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, მაგრამ მოგვიანებით, როცა საქმე თერთმეტმეტრიანებზე მიდგა, საკუთარი უმაღლესი კლასი მაინც დაამტკიცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბიჭები თამაშიდან თამაშამდე უმატებენ” – დაასრულა თავისი გამოსვლა ვან გაალმა.
შეგახსენებთ, რომ ტიმ კრულმა თერთმეტრიანი ჯერ ბრაიან რუისს აუღო, მოგვიანებით კი, უმანიას აჯობა და საკუთარი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ჰოლანდიელები არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ლევან გოგოტიშვილი

www.worldsport.ge

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0