x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ალა ჯიოევამ საავადმყოფო დატოვა


ე.წ სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა საავადმყოფოდან გაწერეს . რუსული მედიის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკის საავადმყოფო მან რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ალა ჯიოევა საავადმყოფოში თებერვალში ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით მოხვდა. განათლების ყოფილმა მინისტრმა 2011 წელს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, თუმცა დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა. ალა ჯიოევა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობასაც გეგმავდა და საპროტესტო აქციებსაც უწევდა ორგანიზებას, თუმცა თებერვალში მას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც საავადმყოფოში მოხვდა.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერი მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან, თუ ე.წ პრეზიდენტის პოლიტიკური კურსი მის პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოვა.

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:ალეკსანრდე 13
ალეკსანრდე 13
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0