x
image
worldsport.ge
ველოზუ: “რონალდუს ყველაფერი რიგზე აქვს”

imageპორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი მიგელ ველოზუ დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სრულადაა გამოჯანმრთელებელი და ის აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშებს.
გერმანიასთან გამართულ შეხვედრაში (0:4) რონალდუ უჩვეულოდ პასიური იყო. ივარაუდება, რომ ის, მუხლის ტრავმის შემდეგ, ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა. ამას ისიც დაემატა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში ვერ ჩაამთავრა.
“ექიმი არ ვარ, მაგრამ როგორც ვხედავ, რონალდუს ყველაფერი რიგზე აქვს. ის ვარჯიშობს და კარში დარტყმასაც ახერხებს. მეტი სათქმელი არაფერია.” – ციტირებს ველოზუს სიტყვებს Goal-ი.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0