x
image
worldsport.ge
სუარესი: 100 პროცენტით მზად ვარ

imageურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა და ინგლისის წინააღმდეგ მატჩს მოუთმენლად ელოდება.
"კოსტა რიკის წინააღმდეგ თამაში მსურდა, თუმცა მწვრთნელმა სხვანაირად გადაწყვიტა. შეიძლება დაზიანება მიმეღო, ამიტომ ყველაფერი კარგად მოხდა. უკვე 100%-ით მზად ვარ, მსურს თამაში და ვფიქრობ, კვლავ ტრავმას არ მივიღებ, რათა მუნდიალი გამოვტოვო. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, ზოგიერთი კი ჩემი თანაკლუბელიცაა. ვერ ვიტყვი თუ რა სტილში ვითამაშებთ. ყველაფერი მომდევნო მატჩში გამოჩნდება", - განაცხადა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ ჯგუფის პირველი მატჩი კოსტა რიკასთან 1:3 წააგო და ოსკარ ტაბარესის გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. 19 ივნისს ურუგვაის შანსი აქვს ინგლისის წინააღმდეგ მატჩში კრიტიკოსები დაადუმოს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
14
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0