x
image
worldsport.ge
ფაბრეგასი ვენგერმა უარყო

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის განცხდაებით, ლონდონის "არსენალში" დაბრუნება სურდა, თუმცა არსენ ვენგერმა მას უარი უთხრა.
"როდესაც გადავწყვიტე "ბარსელონადან" წამოვსულიყავი, მინდოდა საუკეთესო გადაწყვეტილება მიმეღო და "არსენალი" მიმზიდველი ვარიანტი გახლდათ. ველაპარაკე არსენ ვენგერს, მან მითხრა, რომ გუნდს მესუთ იოზილიც ავსებდა და მას გაუჭირდებოდა, ძირითადში ორივესთვის ადგილი გამოენახა, - განაცხადა ფაბრეგასმა - პრემიერლიგაში დაბრუნება მსურდა და შემოთავაზებებიც მქონდა. ველაპარაკე ჟოზე მოურინიუს, მას უნდოდა "ჩელსიში" მეთამაშა და ყველაფერი მალევე გადაწყდა. ახლა, ბედნიერი ვარ."
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფაბრეგასი "ჩელსიში" გადავიდა, "მეთოფეთა" გულშემატკივრებმა ესპანელის მაისური საჯაროდ დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" სესკ ფაბრეგასის ტრანსფერში 27 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0