x
image
ნოდარ ჯოჯუა
"რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად იტყვიან, რომ გიგი უგულავამ ქალაქს მაგრად უპატრონა"

image"რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად იტყვიან, რომ გიგი უგულავამ ქალაქს მაგრად უპატრონა", –ამის შესახებ ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.


"ხვალ თბილისი აირჩევს ახალ მერს. ძალიან რთულ ქალაქს ახალი "პატრონი" ეყოლება. ვინც არ უნდა იყოს ის, წარმატებებს ვუსურვებ. თუმცა ვფიქრობ ლამაზი თბილისი ხვდება ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე იყო წლების წინ. მოგვარებული ბევრი პრობლემებით. ახალი მერი შეცვლის ადამიანს, (მერს) რომელმაც ამ ქალაქისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, უფრო მეტის გაკეთება ალბათ უნდოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი უკვე გვიანია. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო მეტად იტყვიან, რომ გიგი უგულავამ ქალაქს მაგრად უპატრონა, "–წერს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

0
165
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0