x
image
worldsport.ge
ფოთის "კოლხეთიდან" 8 ფეხბურთელი წავიდა

imageსანამ უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების რაოდენობა და კალენდარი გაირკვევა, უმაღლეს ლიგაში მყოფი და გადმომსვლელი კლუბები განაგრძობენ ჩემპიონატისთვის მზადებას.
ფოთის "კოლხეთი"-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდიდან წავიდნენ შემდეგი ფეხბურთელები: კრასოვსკი, ლორია, წაბრია, ყიფიანი, კუკავა, ნემსაძე, მაღრაძე და კვანტალიანი. როგორც მთავარი მწვრთნელისგან შევიტყვეთ მალე გაირკვევა მომსვლელთა სიაც.
ზაზა ინაშვილი (ფოთის ”კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი): ”ამ 8 ფეხბურთელს დაუმთავრდა კონტრაქტი და არ გავუგრძელეთ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდენიმე ფეხბურთელთან და ვნახოთ რა გამოვა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ორიოდე სიტყვა ვთქვა ე.წ. გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, როგორც ზოგიერთმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, თურმე ფოთის ”კოლხეთი” ხობის ”კოლხეთის” მატჩზეც აქვთ ეჭვი, რაც სინამდვილეში არც კი ჩატარებულა, ჩვენ სხვა ზონაში გვიწევდა ასპარეზობა და ფიზიკურად ვერც შევხდებოდით ხობის კლუბს, 2 აპრილს ჩვენ ქობულეთში გვქონდა თამაში, 3 აპრილს კი ხობის ”კოლხეთი” შეხვდა ”ბახმაროს და 5:3 მოუგო. სწორედ ეს თამაში და ანგარიში მოგვაწერეს ჩვენ.”

ედემი ელერჯია

www.worldsport.ge


0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0