x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ქარტეხილი
მე მიჭირს თქვენს უმზერო თვალებში ხედვა,

მე მიჭირს თქვენს გულს მივანდო გული,

მე მიჭირს თქვენი ცრემლის გასპეტაკება,

მე მიჭირს თქვენი გავხდე შეყვარებული.



სიყალბე არის თქვენი წრფელი ჭეშმარიტება,

სიყალბე არის თქვენი სიტყვის დღესასწაული,

სიყალბე არის თქვენი სულის ავლა-დიდება,

სიყალბით გინდათ გადაქსოვოთ ეს მიწის ბურთი.


მე შევეჩვიე თქვენს წინაშე ბგერების ყლაპვას,

მე შევეჩვიე თქვენი გულის ათასკლიტულებს...

გადავეჩვიე მოოქროვილ ლოცვანის ანბანს

და შევეგუე "თითქოსკაცთა" უღვთო ფიტულებს.


შორს გადაასახლეთ სიცივე, სიყალბე

გათავისუფლდით ნიღბებით ვინც ხართ.

გამოცისარტყელდით სანამმ კვლავ იავდრებს

თორე, ცოტაც და... დაბერდა დედამიწა!



image


1
85
4-ს მოსწონს
ავტორი:მაკი
მაკი
85
  
2012, 19 ივნისი, 19:03
+1
0 1 1