x
image
worldsport.ge
თარხნიშვილმა ჩემპიონატში წელს პირველად წააგო

image“ვენტსპილსმა”, რომლის შემადგენლობაში თორნიკე თარხნიშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) პირველად წააგო.
“ვენტსპილსი” სტუმრად “ლიეპაიასთან” 0:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. “ვენტსპილსი” 10-გუნდიან ვირსლიგას 36 ქულით ლიდერობს.
თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილმა რიგის “სკონტომ” შინ “იელგავას” ვერ მოუგო – 1:1. ლაშა დვალმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი კლიმიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყო. “სკონტო” 28 ქულით მე-2 პოზიციაზეა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0