x
image
worldsport.ge
"სიტი" ფერნანდოს მიუახლოვდა

image”მანჩესტერ სიტი" მზადაა "პორტუს" პორტუგალიელ ფეხბურთელ ფერნანდოში 12.2 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და ტრანსფერის დეტალები ამ კვირაში მოაგვაროს.
იანვარში, "ქალაქელებმა" პორტუგალიელებს ფერნანდოს სანაცვლოდ 6 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ამ ეტაპზე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15.4 მილიონია.
26 წლის ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "პორტუს" მაისურით ყველა ტურნირზე 45 მატჩი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა. ფერნანდოს ანგარიშზე ერთი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0