x
image
ხეთაგური
"Game Jam II" - გაეიმ ჯემი მეორე მარათონი!

image30 - 31 მაისი და 1 ივნისი გახდი ვიდეოთამაშების მეორე მარათონის მონაწილე!!
როგორც იცით გასულ წელს ჩატარდა თბილისში გეიმ ჯემის პირველი მარათონი, სადაც გამარჯვებული დაჯილდოვდა ოკულისით!
ამ დღეებში ჩატარდება ისევ თბილისში ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი, ხალხის რაოდენობამ მოლოდინს გადაჭარდა, რაც ქართული თამაშების ინდუსტრიისთვის კარგია.
ასევე ამ პერიოდში ჩატარდება "Cosplay" პირველად საქართველოში - იმართება Cosplay! Game Jam-ზე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს საყვარლი გმირის ტანისამოსში გამოწყობილი და მიიღოს მონაწილეობა Cosplay კონკურსში.
ყველა მოსული კონკურსანტი შეფასდება 10 ბალიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
• რამდენად აქვს გათავისებული ეს პერსონაჟი - საჭირო იქნება რამდენიმე წამიანი პერფორმანსი, წარმოდგენილი გმირის შესრულებით.
• რამდენად ჰგავს ვიზუალურად რეალურ გმირს.
• კრეატიულობა.
• კითხვები პერსონაჯთან დაკავშირებით - ჩვენი სპეციალური ჟიური დაგისვამთ რამდენიმე კითხვას წარმოდგენილ პერსონაჟზე.
• ძალისხმევა და სირთულე.
გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს:Sony Playstation 4-ს.
image

თამაშების დეველოპერების ყველაზე მასშტაბური შეკრება! მოკლე ინფორმაცია:
• გუნდში შეიძლება იყოს ყველაზე ბევრი - 5 წევრი.
• ასაკი შეზღუდული არ არის.
• წამოიღეთ კომპოიუტერი და ყველა ის საჭირო ნივთი რაც შეგიქმნით სრულ კომფორტს სამი დღის განმავლობაში და დაგეხმარებათ ახალი თამაშის შესაქმნელად.
• მონაწილეების კვება უზრუნველყოფილი იქნება.
• თემა იქნება შეზღუდული და ის გამოცხადდება უშუალოდ ღონისძიების დაწყებისას.
იწყება 30 მაისს 19:00 საათზე! გისურვებთ წარმატებას!
WwW.Gamejam.Ge


1
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
39
  
2014, 30 მაისი, 0:23
ძალიან კარგია )
0 1 1