x
image
worldsport.ge
კაფუმ ზეედორფი დაიცვა

image“მილანის” ყოფილმა მცველმა კაფუმ ერთ-ერთ იტალიურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ მილანური კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ კლარენს ზეედორფს მეტ ნდობას გამოუცხადებს და თანამდებობას არ დაატოვებინებს. ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც “მილანში” პირველ ნაბიჯებს დგამს მთავარი მწვრთნელის რანგში, გუნდს სათავეში გასულ სეზონში ჩაუდგა და წარუმატებლობისგან ვერ იხსნა. ახლა კი დღე არ გავა, მის შესაძლო შემცვლელზე არ გავრცელდეს ინფორმაცია.
“იმედია, კლუბში მის იდეებს მეტი პატივისცემით მოეკიდებიან და მუშაობის საშუალებას მისცემენ – ციტირებს მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონის სიტყვებს Sky Sport -ი -ზეედორფმა ბევრი რამ შეცვალა “მილანში” სასიკეთოდ და ეს დროის სულ მცირე მონაკვეთში მოახერხა. მინიმუმ კიდევ ერთი სეზონია საჭირო, რათა მის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგი ნათლად გამოჩნდება. თუ ნდობას არ გამოუცხადებენ და ახლა დაითხოვენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. კლარენსის გაშვებაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე კარგი ტრანსფერების განხორციელებაა”.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge


0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0