x
image
worldsport.ge
"ვალენსიას" ფინანსურად ეშველა: სინგაპურელმა პიტერ ლიმმა იყიდა

imageსინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი "ვალენსიას" პრეზიდენტი გახდა. მან კლუბის აქციების 70, 4 % იყიდა. მთლიანობაში, 7 კანდიდატს სურდა "ვალენსიას" ყიდვა, მაგრამ პიტერ ლიმის წინადადება ყველაზე მიმზიდველი იყო აქციონერებისთვის. რა დაუჯდა სინგაპურელს ეს ყველაფერი, ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, ლიმს "მილანის" შეძენაც სურდა 500 მილიონ ევროდ, მაგრამ სილვიო ბერლუსკონიმ უარი განუცხადა.
"ვალენსიას" 2006 წლიდან მოყოლებული ფინანსური გასაჭირი ჰქონდა. ამის გამო, გუნდი ვერ ინარჩუნებდა წამყვან ფეხბურთელებს. "ღამურების" მიერ გაყიდული ფეხბურთელების სია მართლაც რომ შთამბეჭდავია: დავიდ სილვა, დავიდ ვილია, ხუან მატა, ხოაკინი, ისკო, რობერტო სოლდადო, პაბლო ერნანდესი და ასე შემდეგ.
აქვე ვთქვათ, რომ "ვალენსია" ადილ რამის "მილანში" გაყიდვას არ თანხმდება. ფრანგი მცველი ბოლო 6 თვე განათხოვრებით იყო "როსონერიში" და იტალიელებს მისი კონტრაქტის გამოსყიდვა სურთ, თუმცა ესპანელებს ფეხბურთელის შენარჩუნება უნდათ.
ლიმის პირველი ძვირფასი შენაძენი კი, შესაძლოა, "ბენფიკას" არგენტინელი მცველი ეზეკილ გარაი გახდეს.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0