x
image
worldsport.ge
მურატ იაკინმა "ბაზელი" დატოვა

imageმურატ იაკინი შვეიცარიული "ბაზელის" მწვრთნელი აღარ იქნება. ეს ინფორმაცია კლუბის საიტმა ოფიციალურად დაადასტურა:
"მწვრთნელმა მურატ იაკინმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ერთად გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობა 2014/15 წლებში აღარ გაგრძელდება. იაკინს სამწვრთნელო კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ".
თავად შვეიცარიელმა სპეციალისტმა კლუბში გატარებულ დროს წარმატებული და დიდებული უწოდა. ჯერ კიდევ იანვარში გახდა ცნობილი, რომ იაკინმა "ბაზელთან" კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ნახევარი სეზონის შემდეგ თანამშრომლობა შეწყდა.
39 წლის მწვრთნელმა კლუბი ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახადა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაზელმა" "ჩელსის" ორივე მატჩი მოუგო და პლეი ოფში გასვლამდე ცოტა დააკლდა. ევროპის ლიგაზე იაკინმა გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც "ვალენსიასთან" დამარცხდა.
"ბაზელი" ახალ მწვრთნელს უახლოეს კვირებში წარადგენს.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0