სხვა კატამ პატარა ბავშვი აგრესიული ძაღლისაგან იხსნა 2014, 15 მაისი, 15:58 ეს ინციდენტი კალიფორნიის შტატის ქალაქ ბრეიქსფილდში მოხდა.პატარა ჯერემის, რომელიც ველოსიპედით კატაოდა უეცრად თავს დაესხა ძაღლი.ცხოველმა ბავშვს ფეხზე უკბინა, ველოსიპედიდან ჩამოაგდო და გაათრია.უეცრად ეზოდან გამოვარდა კატა, რომელიც ძაღლს დაესხა თავს და ბავშვი გადაარჩინა.ბავშვთან დედამ მიირბინა, ხოლო კატამ ცოტა ხანს კიდევ სდია ძაღლს. ეს ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვს რამდენიმე ნაკერი დაადეს ფეხზე, ხოლო სხვა მხრივ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.კატა სახელად "ტარა" ამ ოჯახის გმირი გახდა. რაც შეეხება რვა თვის ლაბრადოს, რომელიც ბავშვს დაესხა თავს ის 10 დღით კრანტინში მოათავსეს, რის შემდეგაც მას დააძინებენ.სპეციალისტებმა ის საზოგადოებისთვის საშიშად ჩათვალეს. ვიდეო "ტარა" - ს გმირობის შესახებ, YouTube - ზე 14 მაისს აიტვირთა და უკვე 5 მილიონმა ადამიანმა ნახა. 57 3-ს მოსწონს
|