x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან
image


– ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.


– ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.


– არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.



– არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!


– არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.


– ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.


– ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,

კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!


– ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!


– გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.


– განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.


– გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.


– გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.


– დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.


– დგომა მგზავრისა ცთომაა.


– ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.


– ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.


– ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.


– ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!


– ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!


– ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.


– ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.


– თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.


– თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“


– თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.


– თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.


– იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!


– კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!


– კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.


– კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!


– კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.


– ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.


– მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.


– მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.


– მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!


– მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.


– მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!


– მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.


– მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.


– მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.


– მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.


– ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!


– ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.


– ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.


– რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!


– რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.


– რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.


– რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?


– რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?


– რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.


– სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!


– სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.


– სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.


– სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.


– სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.


– სხვა სხვისა ომსა ბრძენია.


– უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.


– უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.


– ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


– ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.


– ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.


– ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.


– ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.


– ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.


– ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

3
20055
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
20055
  
2020, 18 მაისი, 16:00
ქართველთა სიამაყე.
2014, 15 მაისი, 19:27
კარგი სტატიააა
2014, 15 მაისი, 15:49
ჩვენი საგანძური!
0 1 3