x
image
ნოდარ ჯოჯუა
ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია რუსთავი–2 დატოვა

imageსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია დატოვა.


ამის შესახებ ნინო შუბლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


"მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედია სივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და რუსთავი 2-ის მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედია სივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, "-წერს ნინო შუბლაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

image

0
922
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
922
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0