ვარსკვლავები ირინა შეიკის "უკანასკნელი" და თამამი ფოტოსესია ჰავაიზე ( + ფოტოსესიის ამსახველი ფოტოები ) 2014, 10 მაისი, 1:37 ბრიტანული სოციალური ქსელი სტატიას აქვეყნებს სათაურით: - " ეს პორტუგალიელს ნამდვილად არ მოეწონებოდა".მადრიდის "რეალის" ბომბარდირის კრიშტიანო რონალდუს შეყვარებული და დიდი ხნის საცოლე რუსი სუპერ მოდელი ირინა შეიკი უკანასკნელად გაშიშვლდა მსოფლიოს წინაშე და საკმაოდ თამამი ფოტოსესია მოაწყო ჰავაის კუნძულებზე. მომხიბლავმა სუპერმოდელმა, რომელსაც დიდი ხნის ურთიერთობა აქვს ფეხბურთელთან( ამ ფაქტს რამდენჯერმე იმეორებს წყარო სტატიაში), ცეცხლი დაანთო კუნძულზე მამაკაცი მოდელების გარემოცვაში, რომელიც რეკლამას უკეთებდა ბიკინებს.მოდელი განსაცვიფრებლად გამოიყურებოდა კოლორიტულ პლიაჟზე.როგორც წყარო გვამცნობს, ეს არის მისი უკანასკნელი სამოდელო პროექტი, რომელიც სულ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. სუპერმოდელმა საკუთარი შესაძლებლობები კინემატოგრაფიაშიც მოსინჯა და ამ ზაფხულს, 25 ივლისიდან 3D ფორმატით გამოვა ფილმი, რომელშიც ირინა შეიკი უძველესი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით მეფე კრეონის უფროსი ქალიშვილის, პრინცესა მეგარას როლს ასრულებს.ფილმის რეჟისორი გახლავთ ბრეთ რატნერი და მოქმედება ხდება 14 საუკუნოვანი ინტერპრეტაციით.ირინა შეიკს მუშაობა მოუხდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა: ჯონ ჰერტი, ჯოზეფ ფაინსი, იენ მაკშეინი, რებეკა ფერგიუსონი და სხვები, მსახიობები, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ბერძნულ ეპოპეაში. ალბათ ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ უწოდა სუპერ მოდელმა ჰავაიზე მოწყობილ ფოტოსესიას "უკანასკნელი". 488 6-ს მოსწონს
|