x
image
cxvedo
კიტრი ხორცით (კორეული სამზარეულო)
ინგრედიენტები:

● კიტრი (მოზრდილი) - 2 ცალი

● ძროხის ხორცი - 400 გ.

● ბულგარული წიწაკა - 1 ცალი


● ხახვი - 1 ცალი

● ნიორი - 2 კბილი

● ცხარე წიწაკა -1 ჩაის კოვზი

● მარილი - 1 ჩაის კოვზი

● შაქარი - 1/2 ჩაის კოვზი

● ქინძი (დაფქვილი) - 1 ჩაის კოვზი

● ძმარი (5%-იანი) - 2 სუფრის კოვზი

● სოიოს სოუსი - 3-4 სუფრის კოვზი

● მცენარეული ზეთი - 3-4 სუფრის კოვზი


Огурцы с мясом по-корейски


მომზადება:


Огурцы с мясом по-корейски


კიტრი გაუფცქვნელად დავჭრათ წვრილ ზოლებად (მაინცდამაინც გრძელი ნაჭრები ნუ იქნება).


Огурцы с мясом по-корейски


დაჭრილი კიტრი მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15-20 წუთი, რათა წვენი კარგად გამოუვიდეს.


Огурцы с мясом по-корейски


როდესაც კიტრი გამოშრობას დაიწყებს და ზედმეტი წყალი გამოუვა, მოვაყაროთ მას ცხარე წიწაკა, ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი და შაქარი.


Огурцы с мясом по-корейски


ხახვი დავჭრათ ნახევარწრეებად.


image


ამასობაში მოვამზადოთ ხორცი მოსაშუშად: დავჭრათ წვრილ და გრძელ ნაჭრებად (გაითვალისწინეთ, რომ ზომა მოიკლებს და მაინცდამაინც თხელი ნაჭრები არ გამოგივიდეთ).


image


დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ხორცი. როდესაც ხორცი ფერს შეიცვლის (გახდება ოქროსფერი) დავუმატოთ ხახვი და ვშუშოთ დაახლოებით 1 წუთი. ამის შემდეგ დავუმატოთ სოიოს სოუსი და რამდენიმე წუთით კიდევ გავაჩეროთ.


Огурцы с мясом по-корейски


მოშუშული ხორცი, თავის წვენთან ერთად, მოვაყაროთ კიტრს.


Огурцы с мясом по-корейски

მოვაყაროთ ზემოდან ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, მოვასხათ ძმარი, კარგად ამოვურიოთ და გავაჩეროთ 5 წუთის განმავლობაში.


კერძი შეგიძლიათ მიირთვათ მომზადებისთანავე, მაგრამ უმჯობესია თუ გააცივებთ და...


გემრიელად მიირთვით









2
215
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
215
  
2014, 1 მაისი, 23:20
გემრიელი იქნება:D
2014, 1 მაისი, 14:14
კარად გამოიყურება ხომ იცი! :)
0 1 2