x
image
K.P.
როგორ ატარებენ თაფლობის თვეს ვასო ფხაკაძე და ლიკუნა მეტრეველი (+ფოტოები)

imageგავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოპულარულმა ქართველმა შოუმენმა და მსახიობმა ვასო ფხაკაძემ ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული 21 წლის ლიკუნა მეტრეველია. წყვილი რომანს საგულდაგულოდ მალავდა. გოგონა წარმოშობით თელავიდანაა. ლიკა მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახლავთ. პროფესია ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, სანამ მოდელობასთან შეხება ექნებოდა. ფოტომოდელებისა და მანეკენების სტუდია "ფავორიტის" ხელმძღვანელმა მაია ზაალიშვილმა გოგონა სკოლაში შენიშნა და სთხოვა სილამაზის კონკურსში მიეღო მონაწილეობა. ლიკა მალე "მის თელავი" გახდა და სამოდელო საქმიანობითაც დაინტერესდა. ლიკა პირველი ვიცე მის საქართველო 2012-ის ტიტულის მფლობელიცაა. image

წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად თურქეთში

გაემგზავრა და სასტუმრო "Starlight Hotel Convention Center & Spa"-ში დაბინავდა. ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ, მაგრამ თაფლობის თვის ამსაველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

"თუ სიმპათიაზე ვილაპარაკებთ, არ მიყვარს ისეთი გოგონები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან კარგები და ასეთებს თურქულ კანფეტებს ვეძახი. ლამაზად არიან შეფუთულები და შიგნიდან არ მოგეწონება. როგორიც მინდა, ისეთი ჯერ ვერ ვიპოვე. ისიც არ მესმის, რომ ამბობენ, გიწევს ცოლის მოყვანა, უკვე დროაო. გიწევს რა, პურის რიგი ხომ არ არის? თუ გოგონა არ შეგიყვარდა და ურთიერთობა არ აგეწყო, რატომ უნდა მოიყვანო ცოლად?"-ამტკიცებდა ცოტა ხნის წინ ვასო. როგორც ჩანს შოუმენმა სასურველი ქალბატონი იპოვა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...imageimageimageimageimageimageimageimageimage











0
806
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0