x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალბატონი გათხოვებას აპირებს
imageმსოფლიოს ყველაზე მსუქანი ქალბატონი, ჩარიტ პირსი აშშ-ს შტატ აიოვაში ცხოვრობს, 38 წლისაა და მისი წონა 358 კილოგრამია.მიუხედავად დიდი მასისა, იგი თავისი ოცნების ახდენას აპირებს და 16 წლით უმცროს მამაკაცზე დაქორწინება აქვს გადაწყვეტილი

ჩარიტ პირსი 2011 წლიდან ოფიციალურად ყველაზე მსუქანი ქალბატონია.მისი წინამორბედი, პაულინ პოტერი კი 290 კილოგრამს იწონიდა.


რეკორდსმენი ქალბატონი ზღაპრულ ქორწილზე ოცნებობს

მიუხედავად იმისა, რომ ჩარიტ პირსი 13 წლის განმავლობაში თავისი მასის გამო საკუთარ ოთახშია გამოკეტილი, იგი მაინც გახდა ამურის ისრის მსხვერპლი: მისი რჩეული გახლავთ ტონი ზაუერი, რომელიც 22 წლისაა, რაც თითქმის ნახევარია საპატარძლოს ასაკისა.მძიმეწონიან ქალბატონს ახლა ერთადერთი ოცნებაღა აქვს:რაც შეიძლება მალე დაქორწინდეს თავის ტონიზე, თუმცა აქ ერთი პატარა პრობლემაა: ჩარიტ პირსი იმდენად მსუქანია, რომ მას ძალიან გაუჭირდება საკუთარი ფეხით საკურთხეველთან მისვლა.საწოლთან საქორწინო ცერემონიალის ჩატარება, ქალბატონის სურვილის გამო, გამორიცხულია.იმისათვის კი, რომ ჩარიტ პირსმა სურვილი აისრულოს, ძალიან სწრაფად უნდა დაიკლოს წონაში, რაშიც მისი რჩეულიც ეხმარება.



როგორ გახდა ჩარიტ პირსი მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ქალბატონი


ჩარიტ პირსი აქტიურად მიირთვმევდა ყველა სახის მარცვლეულს, შოკოლადს, სენდვიჩებს, პოპკორნს, სხვადასხვა ტკბილელულს, საერთო ჯამში 100 000 კალორიას დღეში, თუმცა ეს მხოლოდ წარსულია და ახლა იგი ქორწილისათვის ემზადება:მიირთმევს მხოლოდ იოგურტს, ბოსტნეულს და ქათმისა და ბოსტნეულის პიცას - არა უმეტეს 1200 კალორიისა.


წყვილი ქორწილს კოვბოის ჩექმებსა და ქუდში გამოწყობილი აპირებს.

ტონი ზაუერისათვის კი ჩარიტ პირსი ყველაზე მომხიბვლელი ქალბატონია მიუხედავად მისი მასისა.


1
97
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
97
  
2014, 30 აპრილი, 14:48
სიყვარული ბრმააო ამ შემთხვევაზეა ნათქვამი:D :D
0 1 1