საზოგადოება ყველაზე უცნაური კოლექციონერები 2014, 19 აპრილი, 9:28 შეაგროვო მარკები ან მონეტები ბევრი ბავშვის თუ თუ ზრდასრული ადამიანის ჰობია, თუმცა არსებობს კოლექცია და კოლექციონერები, რომლებიც უცნაურ და ზოგჯერ სულელურ საგნებს აგროვებენ.აი მაგალითად, თუ ოდესმე გაგიჩნდებათ კითხვა, რა ვუყოთ ჭიპში დაგროვილ ჭუჭყს?პასუხს ქვემოთ, სტატიის წაკითხვის შემდეგ მიიღებთ. 1-ცხრა წლის ჰარი ბეროუზი(Harry Burrows) გატაცებულია მტვერსასრუტების შეგროვებით, ამჟამად მის კოლექციაში 40 ეგზემპლიარია დაგროვილი, პირველი მტვერსასრუტი 4 წლის ასაკში აჩუქეს, მას შემდეგ ბავშვი ჯიბის ფულით ეძებს იშვიათ მოდელებს და ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ მშობლები ჰარის მტვერსასრუტს სპეციალურად ურთავდნენ ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ ძილზე უარს ამბობდა "დაშინების" მიზნით, თუმცა ბავშვს დაშინების მაგივრად უკურეაქცია ჩაერთო და ამ ტექნიკით დაინტერესდა. 2-გოლფის ფანი დიკ ფალენსკი(Dick Falenski) საკუთარ სახლში 36 000 გოლფის ბურთს ინახავს.(შტატი პენსინვალია, ა.შ.შ), მან კოლექციის შეგროვება 50 წლის წინ დაიწყო, მის კოლექციაში ინახება ბურთები, რომლითაც ა.შ.შ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ან კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი თამაშობდა. 3-შვიდი წლის ჰანა უოლკერი(Hannah Walker) ფლობს რეზინის საშლელების კოლექციას, რომლის საერთო ღირებულება 2000 ფუნტი სტერლინგია, კოლექცია "გადაულოცა" 41 წლის დეიდა ელისონმა.ბევრი მათგანი 80-იან წლებშია გამოშვებული, მაგალითად 1986 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი და სხვა..... 4-ლაკი მაიზენჰაიმერმაLucky J. Meisenheimer) შეაგროვა იო-იოს(Yo-yo) სათამაშოები, რითაც გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა, მას ამჟამად 10 000-ზე მეტი სათამაშო აქვს, იგი შტატ ფლორიდაში ცხოვრობს და მან დაწერა წიგნიც "იო-იოს სახელმძღვანელო და გამოყენების წესები". 5-ბელგიელი 76 წლის ივეტ დარდენი (Yvette Dardenne) აგროვებს რკინის ქილებს, მის კოლექციაში 56 700 ეგზემპლიარია, ამათგან ბევრი კონტეინერი ასახავს მე-20 საუკუნის მსოფლიო მოვლენებს, ხოლო ზოგი დაკავშირებულია ცნობილ ადამიანებთან. 6-პენსიონერი- სანტექნიკოსი ბარნი სმიტი(Barney Smith) 40 წელია აგროვებს უნიტაზის სახურავებს, ამჟამად მის კოლექციაში 1100 ეგზემპლიარი ინახება, მათ შორის ბევრს მხატვრული ღირებულებაც გააჩნია."მუზეუმის" ნახვა მის გარაჟშია შესაძლებელი, რომელიც სან-ანტონიოში(შტატი ტეხასი) აქვს გახსნილი. 7-45 წლის ავსტრალიელი გრემ ბარკერი(Graham Barker) 26 წლის ასაკიდან აგროვებს ჭიპში დაგროვილ ჭუჭყს, ამჟამად შეგროვილი აქვს 22, 1 გრამი და ინახავს შუშის ქილებში. 293 6-ს მოსწონს
|