საზოგადოებრივი სიზმრები და მისი მნიშვნელობები 2014, 16 აპრილი, 20:18 რით შეიძლება აიხსნას სიზმრები
სათვის დამახასიათებელი შეუსაბამოებანი
და დაუკავშირებლობანი, საჭიროა თუ არა მათთვის მნიშვნე
ლობის მინიჭება . მწინდა სვიმეონ
ღვთისმეტყველი წერს: 'სული რითაც არის დაკავებული და რაზედაც ცხადში ლაპარაკობს, ძილშიც იმაზე ლაპარაკობს და ოცნებობს. მთელ დღეს მიწიურ საზრუნავებში ატარებს და მათ ირგვლივ ფუსფუსებს სიზმრებშიც. თუ იგი დღენიადაგ ღვთაებრივ და ზეციურ საგნებში განისწავლება, ძილის დროსაც კი ეს სიზმრებში თავისებურად აისახება და სულიც ჩვენებით ( ხილვით) განიბრძნობა' ... ძილში ჩვენ წართმეული გვაქვს თავისუფალი ნება საკუთარი სხეულის მიმართ და ჩვეულებრივი ცნობიერების ნაცვლად ამ დროს ე.წ ქვეცნობიერებაა 'გაღვიძებული'. სულის სიცოცხლე, რომ არასოდეს წყდება, სიზმრებითაც დასტურდება . ძილის პროცესში არ არსებობს ისეთი მომენტი ადამიანს შინაგანი ხედვით რაიმე სახეები, რომ არ დაენახა და ესა თუ ის აზრობრივი შეგრძნებები არ განეცადა. ვისაც ამის შემოწმება სურს, დაე მან მიზნად დაისახოს, ძილის შეწყვეტის პროცესში გონებით ძილის ფინალი 'დაიჭიროს' გარკვეული ძალისხმევის შედეგად ეს შესაძლებელი გახდება. სიზმრებს გარკვეულწილად შეუძლია ჩვენი სულის სიწმინდის დახასიათება. შესაძლოა ჩვენ გვძაგდეს არაწმიდება და რომელიმე ცოდვა, მაგრამ ხშირად განცვიფრებულნი დავრჩენილვართ იმით, რომ ძილში ისეთი ცოდვებით შეგვიცოდავს, ცხადში, რომ არასოდეს ჩაგვიდენია . ეს იმის მაჩნევებელია, რომ განწმენდა ჩვენი სულისა ჯერ კიდევ ზედაპირულია .. . მის სიღრმეში ჯერ კიდევ იმალება ცოდვა . წმ. მამები ამბობდნენ, რომ მხოლოდ გულის სრულყოფილი განწმენდისას გახდება სიზმრები ნათელი და წმინდა. უბრალო სიზმრები აქვთ ვნებისადმი დამონებულ ჩვეულებრივ ადამიანებს. ბევრი რამ არის მაცდუნებელი ამ სიზმრებში. აი რას ამბობს არქიეპისკოპოსი იოანე, ქრისტეში ჯერ კიდევ განუახლებელი, აუღორძინებელი 'გარეგანი ადამიანის' შესახებ : ' საკუთარი სიზმრების მეშვეობით ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს, როგორი სიცარიელე და არარაობა დასადგურებულა მის სულში . ამავე ამაოებით ( და ზოგჯერ უფრო მეტითაც ) ივსება ადამიანების სიდამდვილე, მათი რეალური ცხოვრება... 37 1-ს მოსწონს 1-ს არა
|