x
image
კატაპულტი
როგორ უყურებს პუტინი მსოფლიოს,ანუ შვიდი სიცრუე რუსეთის პრეზიდენტისაგან
imageრუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკუთარი და სრულიად უცხო, განსხვავებული ხედვა აქვს მოვლენებისადმი.მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის ჯარი რომ ყირიმის ტერიტორიაზე შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა;რომ მისი არმია მთლიანად უკრაინაში არეულობას გეგმავს;რომ რამდენჯერმე ესაუბრა ანგელა მერკელსა და ბარაკ ობამას, ის მაინც იმუქრება, ლაღად და თამამად საუბრობს მსოფლიო ლიდერებთან.

პუტინი ცდილობს თვალსა და ხელს შუა მოატყუოს მსოფლიო.


1.სიცრუე :მოსკოვი უდანაშაულოა


ბარაკამ ობამასთან სატელოფონო საუბრის შემდეგ, რა დროსაც აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის შეიარაღებული ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა დაგმო, ვლადიმერ ვლადიმერის ძემ ყოველივე ამას ობამას მხრიდან სპეკულაცია უწოდა. ფატობრივად კი, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალები იმყოფებიან და კრემლიდან მიღებული დაფინანსებით, აღჭურვილობითა და მითითებებით მოქმედებენ.



2.სიცრუე: ჯარების გაყვანა


აპრილის დასაწყისში პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დაპირდა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს შეამცირებდა.მცირე ხნის შემდეგ კი პრეზიდენტმა საპირისპირო ბრძანება გასცა: 30 000 ჯარისკაცის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებთან 50 000 ჯარისკაცი დააყენა, რაც “ნატოს" თანამგზავრით გადაღებული ფოტოები ადასტურებს.პუტინი კი აცხადებს, რომ ფოტოები ძველია.


3.სიცრუე: რუსეთი ებრძვის “ფაშისტებს".


მოსკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ფაშისტების წინააღმდეგ იბრძვის.


4.სიცრუე:დასავლეთი არასასურველია


მოსკოვის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი უარს აცხადებს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თუმცა ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა.თავად ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩიც კი თანახმა იყო ევროკავშირში გაერთიანებაზე მანამ, სანამ რუსეთის ზეწოლამ არ იმოქმედა.


5.სიცრუე: მოლაპარაკებებზე მზადმყოფნა


ვლადიმერ პუტინი ანგელა მერკელს დაპირდა, რომ მონაწილეობას მიიღებდა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან მოლაპარაკებებში, თუმცა მას შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, მოლაპარაკებები არ შედგება თუ უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევენ რუსეთის ძალებს კიევში.


6.სიცრუე: პრო-რუსული ძალების აჯანყება


რუსული საინფორმაციო საშულაბები იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული ძალების აჯანყება მოხდა და მათ სამთავრობო შენობები დაიკავეს, თუმცა მსგავსი ჯგუფების კვალი არსად ჩანს და აღნიშნულს მხოლოდ რუსული შეიარაღებული ძალები ახორციელებენ.


7.სიცრუე:ეთნიკური კონფლიქტი

მოსკოვის მტკიცებით, უკრაინაში რუსი ხალხი საფრთხეშია, რაც სრული სიცრუეა გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ფრაქციების უმრავლესობა და პარლამენტიც რუსებითაა დაკომპლექტებული.თავად უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ტურჩინოვიც რუსია.

0
66
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0