x
image
კატაპულტი
რა გვირჩევნია,ევროპა თუ რუსეთი?!
imageსაქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგას - ევროპა თუ რუსეთი?!, უფრო სწორად, ჩვენმა ქვეყანამ უკვე დაიწყო სვლა ევროპისაკენ და ახლა საბოლოო დადასტურების ეტაპზეა.

იმ საფრთხის მოსასპობად, რაც რუსეთისათვის წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციას, მოგონილ იქნა ე.წ. ევრაზიული კავშირი, რომელიც დიდი ალბათობით, ხსენებული ქვეყნების კვლავ ეკონომიკური და პოლიტიკური დამონებისათვის შეიქმნება.

ქართველ ერს კარგად ახსოვს რუსეთთან “მეგობრობა"-ს რაც მოჰქონდა - ეკონომიკური ბლოკადა არაერთხელ, ენერგო-დამოკიდებულება და გამუდმებული შიში მოულოდნელი თუ მოსალოდნელი თავდასხმისა ჩვენი მეზობლის მხრიდან.

გზა ევროპისაკენ საქართველოს მოსახლეობას დიდ უმრავლესობას სურს, თუმცა ახლა რუსეთის მომხრეებიც აქტიურობენ, ვითომდა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბაზარი საქართველოსათვის ერთადერთი და განუმეორებელია.თუ რა ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლება მის ქვეყანაში არსებულ ბიზნესებზე მთელი მსოფლიოსათვის კარგადაა ცნობილი.გამომდინარე აქედან, ძნელად წარმოსადგენია, რომ ქართული პროდუქტი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ ჰპოვებს გასაღებას.ხელისუფლებაც რომ არა, კრიმინალური კლანებიც არ მოგვცემენ ამის საშუალებას.გარდა ამისა, მოსახლეობის თვალსაზრისით, უფრო ფართო არეალი აქვს 500 მილიონიან ევროპაში ვაჭრობას, ვიდრე 180 მილიონიან რუსეთში.აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოუწევს ევროკავშირის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების შესრულება, რაც გონივრული სახელმწიფო პოლიტიკით უნდა მოხდეს, რათა დადებითის მიღების ნაცვლად უარყოფითს არ გადავეყაროთ და ეკონომიკური წინსვლის მაგივრად კრიზისში არ აღმოვჩნდეთ.


იმისათვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, თუ რა მოაქვს ევროპისთან მეგობრობას, შეგვიძლია ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მაგალითი მოვიყვანოთ, რომლებმაც სწრაფი ტემპებით დააღწიეს თავი საბჭოთა მონობას ევროპის დახმარებით.

დღესდღეობით საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მისმა თითოეულმა მოქალაქემ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს და იგი მსოფლიოს დაანახოს, როგორც საზოგადოების ნება და ასევე ხალხის ამ გადაწყვეტილებას მხარი უნდა აუბას ქვეყნის ხელისუფლებამაც შესაბამისი პოლიტიკური ქმედებებით.

4
266
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
266
  
2014, 13 აპრილი, 17:14
მეც ჩემ სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ,ევროპა კარგი იქნებოდ რომ რუსეთი არ არსებულიყო საერთოდ,თვითონ ევროპაც რუსეთზეა დამოკიდებული ბევრ რამეში,ამიტომაც ამერიკაში რიკფელერები და როტშილდები,ევროპაში ანგლოსაქსები და სიცილიური კლანი რომლებიც ფაქტობრივად მართავენ მსოფლიოს,ცდილობენ რუსეთის დაჩოქებას და დაშლას.მიზანი მათი ასეთია, როგორც უდიდესი საფრთხის(მათი აზრით) განადგურებას,ასევე რუსეთის უზომოდ მდიდარი ტერიტორიების ხელში ჩაგდება.ანუ მსოფლიოში მიმდინარეობს ტერიტორიების და ძალაუფლების გადანაწილება,ერთ მხარეს არის რუსეთი მეორე მხარეს ის ქვეყნები რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.რუსეთი ამ ომში თავისთავად ცდილობს თავის დაცვას(კარგად გვახსოვს როგორ ჩანერგეს დასავლეთმა თავის დროს გორბაჩოვი მერე კანადაში გადაიბირეს შევარდნაძეც და ასე დაშალეს საბჭოთა კავშირი),ანუ ეს იდეოლოგია კიდევ მუშაობს რუსეთის დაშლაც არის მიზანში.გეკითხებით ეხლა თქვენ არ დაიცავდით თავს?საქართველო რუსეთ მხოლოდ იმისთვის ჭირდება რომ მტერი არ მოუშვას ახლოს,ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია ამ დროს.სიტუაცია ესეთია.ამ ფონზე ხდება რა?საქართველო გაყიდეს,რეალურად გაყიდეს,ვინ გაყიდა?შევარდნაძე,სააკაშვილი და ბოლოს ივანიშვილი.ამ ხალხმა იმუშავეს რომ საქართველო დარჩეს რუსეთს და არ შევიდეს არასოდეს ნატოში,შესაბამისად არ განთავსდეს საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ბაზები.მე ვფიქრობ ამ საქმეს არაფერი ეშველება,ჩათრევას ჩაყოლა ჯობია რომ კიდევ არ დაიღვაროს სისხლი...........................
2014, 13 აპრილი, 15:04
როცა სასოწარკვეთილი ერეკლე მეორე დაცემულ განადგურებულ საქართველოს ბედს წყვეტდა..ორი უარესობიდან ერთ-ერთოი უნდა აერჩია.......ან გათათრება და ირან-თურქეთთან ჩაყუმება..ან ერთმორწმუნე შედარებით ცივილიზებურ რუსეთთან ურთიერთობა....ეს ბოლო ვარიანტი არჩია და სწორედავ მოიქცა რა თქმა უნდა..ახლაც იგივეა......ორი უარსობიდან ერთი უნდა ავირჩიოთ..რუსეთს ამჯერად აშკარად ევროპა სჯობია........ასეა საწუხაროდ პატარა სუსტი სახელმწიფოს ბედი.......თორემ შვეიცაირას ჰოლანდიას ან ჰონკ-კონგს .....თუ ტაილანდს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ყველაფერი ცხოვრობს თავის ცხოვრებით..ილიას პერფრაზირებას გავაკეთებ "თავიანთი თავი თვითონვე ეყუდვნით"
2014, 13 აპრილი, 8:55
ჩემი სუბიექტური აზრია,რომ სწორედ რუსეთთან ასეთმა თბილმა დამოკიდებულებამ დაგვღუპა არაერთხელ. იმას არ ვამბობ,რომ აუცილებელია ვემტეროთ,პირიქით,თუ ვინმესთან მოთმინება,დათმობა და დიპლომატია გვმართებს,ეს პირველ რიგში რუსეთია. სულაც არ ვფიქრობ,რომ ევროპა სამოთხეში გვაცხოვრებს,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩრდილოელ მეზობელს დასავLეთი მირჩევნია,იმიტომ რომ რუსეთთან ყოფნით გამოვცადეთ რაც მივიღეთ – უმთავრესი-თავისუფლება გვქონდა დაკარგული
2014, 12 აპრილი, 23:42
მაპატიეთ უნდა შეგედაოთ მოგობარო.საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნამდვილად არ უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას,პირიქით.ლატვია ლიტვა და ესტონეთი თავიდანაც ევროპის ნაწილი იყვნენ და ადვილად შეეწყვნენ ევროპას,ჩვენ ევროპა არ ვართ,მემგონი ვიცით ეს.რაც შეეეხება ბიზნესებს,შრომის ანაზღაურებას,სამუშაო ადგილებს და ცხოვრების დონეს რუსეთში,საქართველოსთან შედარებით ალბათ 3 ჯერ მაღალია.სოფლის მეურნეობის პროდუქტები(თანაც ჩვენი უხარისხო პროდუქტები) თუ ამდენი ხანი საღდებოდა რუსეთში ეხლა რაღა ბედი გაუწყრება და ღარ გაიყიდება? და კედევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.საქართველოს ეხლა დღეს როგორს არასდროს ჭირდება უდიდესი დიპლომატია და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება და აღდგენა.მესმის ზოგი ძალიან გაბოროტებულია რადგან ომში ძმები დაკარგეს და ახლობლები გინდა 9 აპრილსაც.ამ დანაშაულებებში ლომის წილი საქართველოს მთავრობებს მიუძღვის. და ბოლოს ჩვენ უნდა დავინახოთ,რადგან ეს უკვე ჩანს გამოიკვეთა,რომ საქართველო ნატოში ვერ შევა და დაიწყებს რუსეთთან ინტეგრირებას,დღეს ეს უკვე გადაწყვიტეს პუტინმა ობამამ და სააკაშვილმა.საკმარისია ამდენი სიბინძურე რუსეთის მიმართ,ჩვენმა მომავალმა თაობებმა რუსეთის გვერდიგვერდ მეზობლურად უნდა იცხოვრონ...............
0 1 4