x
აიოლებს თუ პირიქით ართულებს ცხოვრებას სიგარეტი???

თამბაქოს მოწევას დიდი ხნის ისტორია აქვს, უკვე საუკუნეებია წარმოუდგენელია საზოგადოება სიგარეტის გარეშე, თუმცა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი კარგა ხანია უარს ამბობს სიგარეტზ. ევროპაში რესტორნებსა და კაფეებში ცალკე ზონებია გამოყოფილი მწეველებისათვის. ამ ტენდენციებს ჯერ ძალიან ჩამორჩება საქართველო. აქ სიგარეტის მოწევა მოდაა, უფრო მეტიც, მის არათუ გადაგდებას აპირებენ, მწეველთა რიცხვი ჩვენს ირგვლივ დღითიდღე იზრდება. ამას არანაირი სტატისტიკა არ სჭირდება, საკმარისია ოფისში, სამზარეულოში თუ პარკში ნებისმიერ ადგილას ორი სამი ადამიანი შეიკრიბოს, მისალმების შემდეგ სიგარეტს უკიდებენ. ყოველდღიურად იზრდება მწეველი ქალბატონებისა და არასრულწლოვნების რიცხვი. ყველას ერთხელ მაინც სმენია სიგარეტის მავნებლობის შესახებ, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევენ. მოწევა აფერხებს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს გონებასა და შრომისუნარიანობას.მოწევისას შესუნთქული ნიკოტინი არის შხამი ცენტრალური ნერვული სისტემის, ფილტვების, გულისა და ტვინისთვის.

მეცნიერების იმიერ დამტკიცებულია, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ტუბერკულოზი, ფილტვების კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო ხშირად ემართებათ მწეველებს, ვიდრე არამწეველებს. ძალიან ცუდად მოქმედებს მოწევა ადრეულ ასაკში. მწეველი მოზარდები ხდებიან მოთენთილი, კარგავენ მადას, ცუდად სწავლობენ და ა.შ. ფაქტი, რომ შვილები იწყებენ მოწევას ხშირად მათი მშობლების ბრალია. განსაკუთრებით პრობლემური მოწევა ხდება მოზარდ გოგონებში. მათ გარდა ფიზიკური ზიანისა ადგებათ დიდი ფსიქოლოგიური ზიანი, ქართულ რეალობაში მწეველი ქალი დღემდე არ არის დიდად მისაღები. აზიატი ქართველი მამაკაცები კიცხავენ მწეველ ქალებს და მათ მხოლოდ "ერთი დანიშნულებისთვის"საჭირო ქალად თვლიან. ასევე უკრძალავენ მოწევას ქალებს საკუთარი ოჯახის წევრი მამაკაცები. ალბათ გაგიგიათ სხვადასხვა წვეულებებზე, სადაც მაინცდამაინც" სვეტსკი სასტავი" არ არის ქალები მოსაწევად საპირფარეშოში რომ გადიან, იმიტომ რომ "გოიმებმა" არ გაკიცხონ. ეს საქართველოში ხდება, ალბათ მხოლოდ.(ან იქნებ სხვაგანაც). მაგალითი, რომელიც აქვე ჩვენს გვერდით ხდება: 22წლის ემი ქმარს გაშორდა, ხელში ერთი წლის გოგონათი მშობლების კარს მოადგა, სადაც მშობლები და ძმა ცხოვრობენ. ემი სკოლის ბოლო კლასებიდან ეწევა, სახლში დაბრუნებულს პრობლემა ექმნება და ცდილობს დამალოს, რომ მწეველია. სიგარეტის კოლოფებს მალავს საწოლის ქვეშ, ტანსაცმლის კარადებში და ბიუსჰალტერში.... უმალავს დედას, რომელიც უკვე 20წელია თვითონაც აქტიური მწეველია.(!) მისი 23 წლის ძმა იმუქრება, რომ თუ მისი და მწეველია და ამას დაამტკიცებს, სახლიდან გააგდებს დას და გარიყავს... სადაა საშველი? ღირს კი ამ "კვამლის გაშვებისთვის"ამხელა პრობლემების წინაშე დადგომა? მუდმივ შიშში მოწევით რა სიამოვნება შეიძლება მიიღოს ადამიანმა? ასეთ კითხვებს ემის ყოველდღე უსვამენ, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებს, რომ სიგარეტი ცხოვრებასთან გამკლავებაში ეხმარება. ჩემს ქალაქში გამოკითხული 30 ქალიდან 24 მწეველია, ოღონდ ყველა ამას "ჩუმად" აკეთებს. imageimage


2
66
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
66
  
2014, 9 აპრილი, 23:35
არ ზის მაგრამ ფაქტი ეგეთია, ჩემს სტატიაში ასახული ამბავი რეალობაა და ეს მართლა ხდება ამ თანამედროვე ეპოქაში
2014, 8 აპრილი, 15:09
თანამედროვე და ცივილიზებულ ხალხში არ ზის ის, რომ სიგარეტის გამო შვილი სახლიდან გაგდონ, დიპლომატიურ გზას უნდა მივმართოთ.
0 1 2