x
image
cxvedo
საშობაო სალათი
ინგრედიენტები:

● მანდარინი - 2 ცალი

● სტაფილო - 3 ცალი

● სალათის ფოთლები - 10-15 ცალი


● ლორი - 100 გ.

● ძეხვი - 100 გ.

● ფორთოხალი - 1 ცალი

● ძმარი - 2 სუფრის კოვზი

● ზეითუნის ზეთი - 3 სუფრის კოვზი

● ტკბილი სოუსი (სასურველია Kikkoman) - 1 სუფრის კოვზი

● მარილი და პილპილი - გემოვნებით


საშობაო სალათი


მომზადება:

გავფცქვნათ მანდარინი და გავასუფთავოთ შეძლებისდაგვარად; სტაფილო დავჭრათ თხელ რგოლებად და1 წუთი გავაჩეროთ მდუღარე მარილიან წყალში. ამასობაში უხეშად დავჭრათ სალათის ფოთლები; თხელ ნაჭრებად დავჭრათ ლორი და ძეხვი. ამ დროს გავწუროთ ფორთოხალი, დავუმატოთ მას ძმარი, ზეითუნის ზეთი, ტკბილი სოუსი, მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. სალათის მოსამზადებლად სალათის ფოთლებს ავურიოთ სტაფილო, ზემოდან მოვაყაროთ მანდარინი და გავაფორმოთ ლორითა და ძეხვით. მიღებულ მასას კი ზემოდან მოვასხათ უკვე გამზადებული ფორთოხლისწვენიანი ნარევი და...


გემრიელად მიირთვით










1
42
8-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
42
  
2014, 6 აპრილი, 13:47
ცოტა დაგიგვიანდა დაპოსტვა :)
0 1 1